გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

განუკვეთელი

„განუკუეთელი ოთხ-გუარად ითქუმის, რამეთუ განუკუეთელად სახელ-იდების არა განკუეთილი, არცა განკერძოებული, ვითარ-იგი წერტილი და აწი და ერთი, რომელნი-ესე ურაოდენოდცა იწოდებიან. განუკუეთელად უკუე ითქუმის ძნიად განსაკუეთელიცა, რომელ არს ძნელად განკუეთილი, ვითარ-იგი ადამასი ქვაჲ და ეგევითარნი. ხოლო კუალად განუკუეთელად ითქუმის სახეცა, რომელი არღა მერმეცა განიკუეთებოდის სხჳსა სახისა მიმართ, რომელ არს სახოანი სახე, ვითარცა კაცი, ცხენი და ეგევითარნი. ხოლო საკუთრად განუკუეთელად ითქუმის, რომელი განიკუეთების ვიდრემე, გარნა არღარა ჰმარხავს შემდგომად განკუეთისა პირველსა სახესა, ვითარცა პეტრე განიკუეთების უკუე სულად და ჴორცად, არამედ არცა სული თავით თჳსით არს კაცი სრული ანუ პეტრე სრული, არცა ჴორცნი. ამისთჳს ვიდრემე არს ფილოსოფოსთამიერი სიტყუაჲ, რომელი გუამსა ცხადჰყოფს“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9