გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

განმგებელი სოფლისა

სამყარო არსებობასა და წესრიგს ღმრთის მუდმივი თანაშეწევნით ინარჩუნებს. „უკუეთუმცა არა ყოვლად ძლიერი იგი ძალი მისი სცვიდა და იპყრობდა ყოველსავე, ვითარმცა ეგებოდა ურთიერთას წინააღმდგომთა ბუნებათა, ცეცხლსა ვიტყჳ და წყალსა და ჰაერსა და ქუეყანასა, ურთიერთას შეკრებად და ერთისა სოფლისა სრულებად?“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) `ძალსა შენსა (უფალო) უპყრიან დაბადებულნი, და უკუეთუ მცირედ მიუშუა, ყოველივე განირყუნეს“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) .
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9