გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

განკაცების განგებულება

ადამიანი ცოდვით რომ არ დაცემულიყო, სიტყვა არ განკაცდებოდა. მაშასადამე, განკაცება ღმრთის განგებულების საქმეა და არა ბუნებითი აუცილებლობა: „რომ არ შეგვეცოდა, ქრისტე ჩვენთან არ იშვებოდა“ (რუხაძე გრიგოლ, წესი თვისებათა მიცემისაჲ, თბ., 2009. – კრებული საღმრთისმეტყველო საკითხებზე (აქვეა მოცემული communicatio idiomatum და περιχώρησις ცნებათა განსაზღვრებანი). „რამეთუ უკუეთუმცა პირველი იგი დაგუეცვა ღმრთისა მიმართი ზიარებაჲ, არამცა უფროჲსისა ამისდა მიმთხუეულ ვიყვენით ყოვლად უსაკჳრველესისა ზიარებისადა. ხოლო აწ ცოდვისა მიერ რაჲ პირველისა ზიარებისაგან განჴუებულ ვიქმნენით არადაცვითა მისითა, რომელ-იგი მოვიღეთ, კუალად შევიწყალენით და შევიწყნარენით მოწყალებათა მიერ ღმრთისათა, რაჲთა უუცთომელეს იყოს ზიარებაჲ ესე ჩუენი, რამეთუ შემძლებელ არს აწ მიმღებელი ჩუენგან კაცებისაჲ დაცვად შეერთებისა ჩუენისა განუყოფელად მისგან“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) ე. ი. ღმერთთან პირველი კავშირი (ზიარება) რომ არ დაგვერღვია, არც ეს საკვირველი შეერთება (ზიარება), ანუ ღმრთის მიერ კაცობრივი ბუნების მიღება, იქნებოდა საჭირო. ახლა კი, როგორც პირველი ზიარების მადლს მოკლებულნი, ღმერთმა შეგვიწყალა და ჩვენი ბუნება განუყოფლად შეიერთა, რათა უცთომელად დავიცვათ ღმერთთან აღდგენილი კავშირი. „იგი თავადი პირველი და მხოლოჲ მღდელთმთავარი და მეფე განგებულებით იქმნა მსგავს ჩუენდა, რაჲთა ჩუენ დამაგნეს მამასა თჳსსა. ამისთჳსცა ყოველივე სიგლახაკე ჩუენი ზეშთა არსებისა არსებით არს თჳსსა ყო არსებისაგან კაცობრივისა მიღებითა არსებისაჲთა~(ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9