გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

განკაცება

„სამართლად, ესე იგი არს ჭეშმარიტად, წმიდასა მას ქალწულსა ღმრთის-მშობლად აღვიარებთ, რამეთუ საუკუნეთა უწინარჱსმან მან სიტყუამან და ჭეშმარიტმან ღმერთმან მისგან ჴორცნი შეისხნა და კაც იქმნა. ხოლო ესე რაჲ ვთქუათ, არა თუ ვითარმცა ღმრთისა სიტყუამან დასაბამი მოიღო, არამედ რამეთუ ჴორცნი მისგან შეისხნა და მსგავს თჳსისა მის არსებისა ჩუენიცა იგი გონებაჲ თავისა თჳსისა უქცეველად შეაერთა და იქმნა კაც, და სახელ ედვა ძედ კაცისად, და რაჲთურთით ძლით თჳსისაგან ღმრთეებისა არა იცვალა, არამედ არცაღა კაცად პირველად შეიქმნა მუცელსა მას შინა წმიდისა მის ქალწულისასა. და ესრეთ გარდამოჴდა მას ზედა სიტყუაჲ იგი, რამეთუ არა თუ ღმრთისა შობაჲ ესე არს, არამედ შობად მოსლვაჲ მსგავსად თქუმულისა მის დიდისა გრიგოლისი: რამეთუ იგი, რომელი მამისა თანა სამარადისოჲ არს და თანაარსი, გუეზიარა ჩუენ ჴორცითა და სისხლითა“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) – ე. ი. ქალწულმა ჯერ („პირველად“) კაცი კი არ იღო მუცლად და მას შემდეგ კი არ შეუერთდა („გარდამოჴდა“) სიტყვა, არამედ ძე ღმერთმა გარდამოსვლისთანავე ქალწულისაგან ხორცნი შეისხნა და თვით სიტყვა ღმერთკაცი გახდა. ქრისტეს განკაცების მიზანი ცოდვისაგან კაცთა გამოხსნა და მათი განღმრთობა იყო: „ამისთჳსცა ღმრთისა მამისა სიტყუამან ჴორცნი შემოსად და სრული კაცებაჲ ჯერ-იჩინა მისგან, რაჲთა რომლისა ჴორცისაგან ცოდვაჲ სოფლად შემოვიდა და ცოდვისაგან – სიკუდილი, მისვე ჴორცისაგან დაისაჯოს ცოდვაჲ იგი ჴორცითა და რაჲთა იძლიოს ცოდვისა იგი განსაცდელი დაფლვითა მით წმიდისა გუამისაჲთა, და დასაბამი აღდგომისაჲ გამოჩნდეს, და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ სოფელსა შინა იქადაგოს, და ღმრთისაჲ კაცთა მომართ იქმნეს ზიარებაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) განკაცების მიზეზი: „ღმერთი იყო და კაცთ-მოყუარებისათჳს კაც იქმნა; არა თუ პირველ საუკუნითგანი იგი პატივი განიშორა, არამედ მაცხოვარებისა იგი მოღუაწებაჲ შეიმოსა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„და ამისთჳსცა ღმრთისა სიტყუამან ჴორცნი და სრული კაცებაჲ დედაკაცისაგან წმიდისა ქალწულისა თავს-იდვა შემოსად; და იშვა, ვითარცა კაცი, რაჲთა გარდაიჴადოს ჩუენი იგი თანა-ნადები და აღასრულოს ვიდრე თავისა თჳსისამდე აბრაჰამის მიმართი იგი აღთქუმაჲ წინა-დაცუეთისაჲ იგი (შესქ. 17,10-12) და შემდგომითი შემდგომად შჯულისა მცნებანი“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ხატი ღმრთისაჲ იყო, ხატი მონისაჲ შეიმოსა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.), ე. ი. ძე ბუნებით ღმერთი იყო და კაცობრივი ბუნება შეიმოსა. „იწყო დასაბამი განკაცებისაჲ ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან, რომელ თანა-დაუსაბამო იყო ღმრთისა და მამისაჲ, რაჲთა აღიყვანოს დაუსაბამოჲსა მის მთავრობისა ღმრთეებისაჲსა დაცემული იგი კაცი“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „შეიმოსა მიწისაგანისაჲ მის ხატი, რაჲთა ზიარ მყვნეს ჩუენ ხატისა მის ზეცისაჲსა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) – ხორციელი ბუნება შეიმოსა, რათა ზეციურ ბუნებას გვაზიაროს, ანუ ღმერთთან შეგვაერთოს. „უცვალებელმან ღმერთმან ხატი მონებისაჲ შეიმოსა, რაჲთა ურწმუნოთა საგონებელ იყოს ვითარცა კაცი, ხოლო მორწმუნეთა გამოეცხადოს ვითარცა ღმერთი, რაჲთა პირველ შექმნული იგი კუალად განაახლოს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.). „არა განკაცებისათჳს თავს-იდვა ჩუენთჳს ძემან ღმრთისამან და ჩუენსა მტერსა სძლო ჴორცითა, ამისთჳსცა მეუფებაჲ მიეცა, არამედ უფალ და ღმერთ იყო იგი, არს და იყოს მარადის მეუფე“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) მაცხოვარი ცოდვილთათვის მოვიდა: „რამეთუ არა მართალთათჳს მოავლინა მხოლოდშობილი იგი და არცა მათა, რომელნი შორვან ცოდვასა, არამედ ცოდვილთა, რომელნი დაღებულ არიან უკეთურებითა, რაჲთა მოვიდეს და უჩუენოს გზაჲ დაბრმობილთა, და უწოდის არაარსთა, ვითარცა არსთა, და ახაროს მიტევებაჲ მათა, რომელნი დიდთა ბრალთა თანა-მდებ არიან“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „მოწყალებისათჳს კაცთ-მოყუარებისა კაცებაჲ ღმრთეებამან სიმდაბლით შეიმოსა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.). „ესე მოვიდა ზეცით ქუეყანად ვნებულისა მისთჳს კაცისა. ესე კაცი თჳთ შეიმოსა ქალწულისა მუცელსა შინა და გამოჩნდა კაცად და თავს-იდვა ვნებულისაჲ მის ვნებაჲ და დაჴრწნა ჴორცთა ვნებაჲ, რომელ-იგი ვერ წინადამდგომ იყო სიკუდილსა, განაძლიერა სულითა და მოკლა კაცის მკლველი იგი სიკუდილი. ესე თჳთ მოიგუარა, ვითარცა კრავი, და ვითარცა ცხოვარი, დაიკლა და გჳჴსნნა ჩუენ საცთურისაგან ამის სოფლისა, ვითარცა ქუეყანით ეგჳპტით ერი იგი, და გამოგჳჴსნნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა, ვითარცა ჴელთაგან ფარაოჲსთა, და აღბეჭდნა სულნი ჩუენნი სულითა თჳსითა და ჴორცნი ჩუენნი სისხლითა თჳსითა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „ქალწულისა ჴორცნი შეისხნა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „გარდამოჴდა ღმერთი ჴელითა კაცისაჲთა და აჴდა კაცი ჴელითა ღმრთისაჲთა და მიიღო ჩუენგან უძლურებაჲ ჩუენი, რომელი არა მისი იყო, და მომცა ჩუენ დიდებულებაჲ იგი მისი, რომელ არა ჩუენ იყო“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „მისცა თავი თჳსი სიკუდილსა მას ძელისასა და ჴორცთა მათ გამო, რომლითა სიკუდილი თავს იდვა, მიიხუნა წყევანი ჩუენნი და შეზავნა ჴორცთა ჩუენთა; იხილნა თანა-ნადებნი ჩუენნი და გარდაჲჴადა თავით თჳსით; რამეთუ სიკუდილისა თანა-მდებ ვიყვენით, მოკუდა ჩუენთჳს“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „მიიჴუნა ჴორცნი ჩუენგან და ცად აღვიდა, რაჲთა აღმიყვანნეს ჩუენ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „გარდამოჴდა ზეცით ქუეყანად, დაუტევნა ოთხმეოცდაცხრამეტნი იგი ანგელოზნი ცათა შინა (იხ. ასი ცხოვარი). არა თუ დაუტევნა, არამედ განუშორებელ იყო იგი მამისა და სულისა წმიდისაგან და ანგელოზთა მიერ თაყუანის-იცემებოდა და იდიდებოდა ცათა შინა. და გარდამოჴდა ძიებად წარწყმედულისა მის და დაიმდაბლა თავი თჳსი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)განკაცება ანგელოზებმაც ვერ იხილეს: „არა იხილეს ანგელოზთა მოსლვაჲ იგი მისი ჩუენდა, რამეთუ ძალი, თჳნიერად ჴორცთა, დაფარულად გარდამოჴდა ზეცით და განისუენა ქალწულსა მას ზედა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „შენ, ღმერთი, იქმენ კაც, რაჲთა კაცნი ჰყვენ ღმრთად“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ჴორცნი შეისხნა ქალწულისაგან კაცთათჳს, რომელ არს სიტყუაჲ თქუენ თანა და ღმერთი არს სიტყუაჲ და სიტყუაჲ არს კაცი და კაცი არს ღმრთისა თანა. რამეთუ მოხედა ღმერთმან თჳსსა მას ქმნულსა, რომელ შექმნა ხატად და მსგავსად თჳსა, მოავლინა თჳსი იგი ძჱ ზეცით ქუეყანად უჴორცოჲ და ჴორცნი შეისხნა ქალწულისაგან, იშვა კაცად და აღადგინა წარწყმედული იგი კაცი და შეკრიბნა განბნეულნი ასონი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „პირველი იგი შობაჲ ღმრთეებისაჲ მის მამისაგან, თჳთ მამამან უწყის; რამეთუ მეორჱ ესეცა შობაჲ ძისაჲ ჴორცითა ვერვინ შეუძლოს გამოძიებად“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ძემ „შეიმოსა კაცი ეგე სრული ღმრთისმშობელისა მარიამისგან სულითა წმიდითა, ჴორცი და საშუმინველი ჭეშმარიტი და არა იგავით, რამეთუ ესრჱ მოვიდა სრულიად გამოჴსნად კაცისა ამის“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) – აქ სამშვინველი სულს ნიშნავს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9