გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

განდგომის შედეგი

428 წელს სპარსეთის მეფის ვრამ V-ის ბრძანებითა და სომეხი ნახარარების ხელშეწყობით სამეფო ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა უკანასკნელი არშაკუნიანი მეფე არტაშეს III (423-428). საჰაკ პართელმა, სომხეთის პატრიარქმა, მხარი არ დაუჭირა არტაშესის წინააღმდეგ შეთქმულებას, რის გამო თვითონაც გაათავისუფლეს პატრიარქობისგან და სპარსეთის გზას გაუყენეს. შეწყდა როგორც არშაკიდთა მეფობა, ისე გრიგოლ განმანათლებლის შთამომავალთა პატრიარქობა. ასეთ აღსასრულს სომეხთა სამეფო სახლისა და საპატრიარქოსი ქალკედონური წყაროები მართლმადიდებლური სარწმუნოებიდან მათი განდგომის სამართლიან შედეგად თვლიან (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9