ხა ხე ხი ხო ხრ ხუ
ხარ ხატ ხაჩ

„ხაჩეცარი“

სომხური სახელია „სამწმიდის“ საგალობელზე („წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო“) დამატებული მონოფიზიტური თეზისისა – „რომელი ჩუენთჳს ჯუარს ეცუ“ (ὁ σтαυρωϴϵίϛ δί ἡμάϛ). ქალკედონურმა ეკლესიამ ეს დამატება წმ. სამების ჯვარცმად მიიჩნია, რის გამოც მონოფიზიტებს შეერქვათ „თეოპასქისტები“, ანუ ღმრთეებრივი ბუნების ვნებულად გამომაცხადებელნი (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9