ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბუნ

ბუნება

Gk. φύσιϛ
Rus. природа
„ბუნებაჲ არს დასაბამი თითოეულისა არსთაგანისა ძრვისა და მყუდროებისაჲ, ვითარ-იგი ქუეყანაჲ მოძრავ არს უკუე ნერგთა გამოღებისათჳს და მცენარეთა აღმოცენებისათჳს, ხოლო მყუდრო არს ადგილითი ადგილად არა ცვალებისათჳს, რამეთუ არა იძრვის ადგილითი ადგილად, არამედ არს დასაბამ და მიზეზ მოძრავობისა და მყუდროებისა მისისა წესი დაბადებულებისა თჳსისაჲ, რაჲთა ეგრეთ იძრვოდის და დაყუდნებოდის, ესე იგი არს, არსებითად და ბუნებითად და არა შემთხუევითად. ხოლო ბუნებითად ითქუმის, ვითარ-იგი დაბადებულ იყოს და განწესებულ იყოს თითოეული. რომელი-ესე სხუა არარაჲ არს, თჳნიერ არსება, რამეთუ არსებითად აქუს ესევითარი იგი ძალი ძრვისა გინა დგომისაჲ. და არსებაჲ იგი არს მიზეზ მოძრაობისა და უძრაობისა, ხოლო ბუნებაჲ მყოფთა სახელი არს და არა არა-მყოფთაჲ“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.) არსი, არსება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ დოგმატურ სახელმძღვანელოში ტერმინები არსი და ბუნება განსხვავებულად იხმარება. არსით ყოველთვის მოიაზრება მიუწვდომელი სიღრმე ღმრთეებისა, ხოლო ბუნებას უფრო ფართო გაგება აქვს და იგი ღმრთის არსს, ნებასა და ენერგიასაც მოიცავს. ამგვარი ტერმინოლოგიის ფარგლებში, ჩვენ შეგვიძლია, ნაწილობრივ შევიცნოთ ბუნება ღმრთისა, მაგრამ მისი არსი ჩვენთვის მიუწვდომელი რჩება.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9