აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
არა არგ არი არს

არსება

Gk. ούσία
Rus. сущность
იგივეა, რაც არსი, ბუნება. ეს ტერმინი ფილოსოფიური აზრით პირველად პლატონმა გამოიყენა და მისით აღნიშნავდა „ყოფიერებას“ (тό ϵίνάι) ან „მყოფს“ (тόὂυ), „არსებულს“. „არსება არის ყოველივე ის, რაც თავისთავად არსებობს, ე. ი. ის, რაც არის თავისთავად და ყოფიერება არც სხვის მიერ და არც სხვაში აქვს; ან სხვაგვარად: არსება არის ის, რაც არსებობისთვის რაიმე გარეშეს არ საჭიროებს“. – ამ ფილოსოფიურ განსაზღვრებას ღირ. მაქსიმე ამატებს: „ხოლო ჩვენი მამების თანახმად, არსება არის ბუნებრივი მყოფობა (ὀντότηϛ φυσκιἡ) – „ბუნებრივი რეალობა“, ან რაღაც „ყოფიერების პრინციპი“), რომელიც მრავალ და სხვადასხვა ჰიპოსტასში მყოფობს“. ღირ. იოვანე დამასკელის განსაზღვრებით: არსებაში, როგორც თავისთავად არსებულში, „აქციდენციაც თავის ყოფიერებას იძენს“. არსებანი არიან მატერიალურნიც და არამატერიალურნიც. ღმერთი ზეარსებულია, იგი ყოველგვარი არსების მიღმა მყოფობს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9