ტა ტე ტი ტკ ტრ
ტიმ

ტიმოთე კუერნი, ქურცინი

ალექსანდრიის პატრიარქი 457-477 წლებში, მნიშვნელოვანი ხანგამოშვებით. უკიდურესი მონოფიზიტების (ევტიქი, დიოსკორე) შეხედულებებს ქრისტეს ბუნების შესახებ ემიჯნებოდა უმთავრეს საკითხში: ქრისტეს თვლიდა კაცის ერთარსებად. ამ ნიშნით მისი სწავლება უფრო იაკობიტურს უახლოვდება. ტიმოთე ალექსანდრიელმა მონოფიზიტთა წრეში ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა, რომ ტიმოთე დიდსაც უწოდებდნენ. ბერძნულ სამყაროში იგი, პატარა და გამხდარი ტანის გამო, ცნობილია ტიმოთე ელურის სახელით (Αἲλονροϛ || Αἰέλονροϛ“, კატა, დედოფალა). სომხურ მწერლობაში მას ეწოდება ტიმოთე კუზი (სირ. quza, დედოფალა || სინდიოფალა, კვერნა), ხოლო ქართულში ტიმოთე კვერნის სახელით არის ცნობილი (ძვ. კუერნი – კვერნა). ტიმოთე ელურის თხზულებები სომხურ ენაზე VI ს-ის შუა ხანებში ითარგმნა ნერსე კათალიკოსის დაკვეთით (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) ზოგიერთ ქართულ წყაროში ეს ტიმოთე ქურცინადაც მოიხსენიება (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) და მელადაც („ცხოვრება“ წმ. მაქსიმე აღმსარებელისა, კიმენური რედ., თ. 4).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9