სა სე სვ სი სლ სმ სო სპ სრ სტ სუ სქ სწ სჳ
სია სიბ სივ სიზ სიკ სიმ სინ სის სიტ სიყ სიც სიძ სიწ სიხ

სიკვდილი

„ძილი სიკუდილისაჲ ბოროტის მოქმედთაჲ მწარე არს და სიკუდილი მართლისაჲ ტკბილ და გემოან არს“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) „სამკაულ შრომათა სათნოებაჲ არს, გჳრგჳნ მარხვისა სიმდაბლჱ არს“; „უკუეთუ გინდეს სიმდაბლით მისლვის, რაჲთა შეურდე ძმასა შენსა, ნურარას ამხილებ მას რომელსავე ზედა ბრალსა, არამედ გაქუნდინ სიმდაბლჱ იგი გულსა შინა შენსა და აბრალებდ თავსა თჳსსა და ესრჱთ სირცხჳლეულ იქმნეს მტერი“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.) „სუფევდა სიკუდილი ვიდრე მოსჱსამდე (რომ. 5,14), ხოლო კაცთ-მოყუარემან ღმერთმან იხილა რაჲ თჳსი იგი შექმნული სიკუდილისაგან ძლეული, არა სრულიად გარე-მიიქცა მისგან, რომელი-იგი ხატად თჳსა შექმნა, არამედ ნათესავითი ნათესავად მოხედვაჲ არა დააკლო, რამეთუ პირველად მამათა ეჩუენებოდა და შჯულსა შინა იქადაგებოდა და წინაწარმეტყუელთა მიერ მსგავსებით მაცხოვარებისა მოღუაწებასა მას წინავე გუაუწყებდა“ S – (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ე. ი. სიკვდილი ღმრთის მცნებათა გარეშე ცხოვრებაა, ხოლო მას შემდეგ, რაც ადამიანებს ღმრთის გამოცხადებით სჯული ეძლევათ, სიკვდილის მეუფება მთავრდება, რადგან მას სჯულის დამცველზე უფლობა აღარ ძალუძს. სიკვდილი თავისთავად ბოროტება არ არის; ასე შეიძლება ეწოდოს სიკვდილს მხოლოდ იმ ცოდვილისა, რომელიც თავისი თავისუფალი ნებით ბოროტებისგან არ განეყენა და ჯოჯოხეთს მიემთხვია, ანუ ჯოჯოხეთის მიზეზი არა ღმერთი, არამედ თვით კაცია, რომელიც თვისი არჩევანით წყვეტს თავის ბედს: „რამეთუ ღმრთისა მიერ არიან სიკუდილნი, ხოლო არა თუ ბოროტ არს სიკუდილი, გარნა თუ ვინმე ცოდვილისა იგი სიკუდილი თქუას, რამეთუ დასაბამ სატანჯველთა მათ ჯოჯოხეთისათა იქმნების ამიერ წარსლვაჲ მისი. და კუალად ბოროტთა მათ ჯოჯოხეთისათა არა ღმერთი აქუს მიმეზად, არამედ თჳთ ჩუენნი თავნი, რამეთუ დასაბამი და ძირი ცოდვისაჲ არს ჩუენი ნებაჲ და თჳთმფლობელობაჲ“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „არა ღმერთმან დაჰბადა სიკუდილი, არამედ ჩუენ მოვიყვანეთ იგი თავთა ზედა ჩუენთა უკეთურებითა მით ნებათა და განზრახვათა ჩუენთაჲთა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „სიკუდილი არა თუ სხუაჲ რაჲ არს, გარნა მოკლებაჲ სულისაჲ“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) დასასრული სიკვდილის ხელმწიფებისა: „ვიდრე მოსლვადმდე ქრისტჱსა იტყჳან წიგნნი ჴელმწიფებასა მას სიკუდილისასა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ყოველნი სულნი წმიდათანი და რომელთა-იგი არა შეეცოდა, მონებასა და ჴელმწიფებასა ქუეშე სიკუდილისასა შეყენებულნი დგეს, ვიდრემდე დაიკლა კრავი იგი ღმრთისაჲ, რომელმან აჴოცნა ცოდვანი სოფლისანი“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9