რი რქ რჩ
რჩე

რჩეული ერი

ჰურიებმა დაკარგეს ღმრთის რჩეული ერის პატივი; მათ მიერ მაცხოვრის უარყოფის შემდეგ ეს პატივი წარმართთაგან მოქცეულ ხალხებს მიენიჭათ: „ვაჲ თქუენდა, ჰურიათა,... რამეთუ მარადის ურჩ იყვენით და მოვედ მე და არა შემიწყნარეთ, ამისთჳს აღვიღებ თქუენგან დიდებასა ჩემსა და მივსცემ წარმართთა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) უფალმა „განაგდო და განიშორა (ფს. 77,60) სამკჳდრებელისაგან თჳსისა კრებული ჰურიათაჲ ამისთჳს, რამეთუ არცა ერთი რაჲ უმჯობესი პოვა მათ თანა, რამეთუ ღმრთისმბრძოლ იქმნნეს, სამართლად მიცვალა სამკჳდრებელი თჳსი წარმართთა თანა... „იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა“ (II შჯ. 32,43). აღავსო და აღასრულა ესე უფალმან ყოველთამან და გჳჩუენა, თუ არა არს განრჩევაჲ, რომელსა ენებოს სარწმუნოვებაჲ – თუ ჰურიაჲ იყოს გინათუ წარმართი“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9