რი რქ რჩ
რის რიც

რიცხვი მხეცისა

იოვანე ღმრთისმეტყველის გამოცხადებიდან (13,18) ცნობილია, რომ ანტიქრისტეს რიცხვი არის 666. წმ. იპოლიტე რომაელის ერთ თხზულებაში კი ვკითხულობთ: „ცანნ რიცხჳთ სახელი მჴეცისაჲ მის, რამეთუ რიცხჳ კაცისაჲ არს და რიცხჳ მისი არს ქართველთა ენად ექუსას სამეოც და ერთი“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ხოლო ეს რიცხვი სახელიდან „ლატინოს“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) წარმოდგებაო. მართალია, ამ სახელის შემადგენელ ასოთა რიცხობრივი ჯამი არის 661, მაგრამ განსხვავებით მისი ბერძნული დაწერილობისაგან – Λατϵινοϛ (რომაელი) – ქართულ რედაქციას აკლია მეოთხე ასო „ϵ“, რომლის რიცხვითი მნიშვნელობაც არის სწორედ ხუთი და, აქედან გამომდინარე, ქართულ რედაქციაში მისი აღდგენით (661+5=666) მივიღებთ რიცხვს, რომელიც „გამოცხადებაშია“ დასახელებული.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9