პა პე პი პლ პო პრ
პავ პან პაპ პარ პატ

პანთეიზმი

Gk. παυ,ყველაფერი; Θϵόϛ,ღმერთი
ეს ფილოსოფიური სწავლება ღმერთსა და სამყაროს აიგივებს. პანთეისტები ღმერთს „განაზავებენ“ ბუნებაში და, პირიქით, სამყაროს – ღმერთში. სამყარო აღმოცენდება თვით ღმრთეებისაგან; იგი არის ემანაცია (გამოდინება, „წარმოობა“) საღმრთო ბუნებისა. პანთეისტურ იდეებს შეიცავენ ძველი ინდური რელიგიები (განსაკუთრებით ბრაჰმანიზმი, ინდუიზმი და ვედანტა), ძველი ჩინური რელიგიები (დაოსიზმი) და ზოგიერთი ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სწავლანი (კერძოდ, ჰერაკლიტესთან ლოგოსი ყველა საგნის საფუძველია). ასევე პანთეიზმი უდევს საძირკვლად ნეოპლატონურ სწავლებას ქვეყნის წარმოშობაზე (III ს.); რომლის თანახმად, ყოფიერების სათავეში დგას ზეარსება ერთი – სიკეთე, გონებით მიუწვდომელი და სიტყვით გამოუთქმელი, მაგრამ მისი მიწვდომა ზეგონებრივ ექსტაზში შესაძლებელია. ერთი, თავისი სიძლიერის სიჭარბის გამო, როგორც გადავსებული თასიდან, გადმოიღვრება და წარმოშობს იერარქიას: გონს (თავისი იდეებით), სულსა და გრძნობად კოსმოსს. სული გონის იდეათა მიხედვით ქმნის ამქვეყნიურ საგნებს. ერთი ემანაციური დაქვეითებით სულ უფრო კნინდება. ამგვარად, ნეოპლატონიკოსთა სწავლებით, სამყარო წარმოიქმნება რაღაც საიდუმლო კატასტროფის შედეგად, რომელსაც ღმრთის დაცემა შეიძლება ეწოდოს. შესაბამისად, მათი თვალსაზრისით, მატერია ბოროტება და ერთის უარყოფაა. ნეოპლატონიზმმა შუა საუკუნეების ფილოსოფიაზე მძლავრი ზეგავლენა მოახდინა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9