ნა ნე ნი
ნებ ნეო ნერ ნეს ნეტ

ნესტორი

(გარდ. დაახ. 451 წ.) მწვალებელი. გადმოცემით, მისი წინაპრები სპარსელები უნდა ყოფილიყვნენ. ერთი სირიული ლეგენდის მიხედვით, ათენში სწავლობდა. ნამდვილად ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ნესტორი წარმოშობით სირიის ქალაქ გერმანიკიიდან იყო, შემდეგ სიტყვიერებას ანტიოქიაში სწავლობდა და აქვე ერთ-ერთი მონასტრის მკვიდრი გახდა. არსებობს ნაკლებად სანდო ცნობაც, რომ იგი თეოდორე მოფსუესტელის ლექციებს ისმენდა. 428 წელს არჩეულ იქნა კონსტანტინეპოლის კათედრაზე, მაგრამ მალე მესამე მსოფლიო კრებამ, როგორც ერეტიკოსი, დაამხო. გადასახლებაში მყოფი ეგვიპტეში გარდაიცვალა. ნესტორი ცნებების შენაცვლებით „პირის“ მაგიერ „ბუნებას“ იყენებდა და იესო ქრისტეში ორ პირს აღიარებდა; რადგან მისთვის ქრისტე სხვა იყო და სიტყვა ღმერთი – სხვა. ამიტომ იგი უარყოფდა ღმრთისმშობლის სახელწოდებასაც (Θεοτόκοϛ) და მას ქრისტესმშობელს უწოდებდა. ასე გახდა იგი ჰურიაებრივ მწვალებლობათა მესამე ბელადი.(ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9