აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
არა არგ არი არს

„არარასაგან“

Gk. έξ όυκ ὄυтου
L. ex nihile
Slv. из не-сущих
„გრწმენინ იგი, რომლისა მიერ ხილული ესე ყოველი მყის არარაჲსაგან შეიქმნა, არა თუ ნივთისაგან პირველ ყოფილისა. ნუ იყოფინ, რამეთუ უკუეთუ ორნი არიან დასაბამნი, სადა არს ერთობაჲ, ხოლო უკუეთუ ერთობაჲ დასაბამ არს ორობისა, მოგუეცინ ვინმე ორთა დასაბამთა სხუაჲ დასაბამი დაწყებისაჲ“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) ღმერთმა სამყარო შექმნა არარასაგან, ანუ არაფრისაგან; ეს ნიშნავს, რომ ქმნილების გაჩენამდე გარდა ღმერთისა არარა, ანუ არავითარი „საწყისი მასალა“ არ არსებობდა (2 მაკ. 7,28; ინ. 1,3; კოლ. 1,16). ღმერთმა თავისით, საკუთარი უსაზღვრო ძლიერებით შექმნა სამყარო, შექმნა მთლიანად – როგორც ფორმის, ისე ნივთიერების თვალსაზრისით. ე. ი. ქმნილება წარმოიშვა არა ემანაციურად, არა ღმრთის არსისაგან, არამედ არარასაგან; ამიტომ სამყაროს ბუნება ღმრთის არსისაგან სრულიად განსხვავებულია.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9