მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მონოფიზიტები

Gk. μόυοϛ, ერთი, φύσιϛ, ბუნება
„იტყჳან ყოვლად ბოროტნი სომეხნი, ვითარმედ: „ძესა ღმრთისასა შემდგომად განჴორციელებისაცა ერთი ბუნებაჲ და ერთი ნებაჲ და ერთი მოქმედებაჲ აქუს შეზავებული“... რომელთა წვალებასა ამხილებს ღმრთისმეტყუელიცა გრიგოლი, მეტყუელი ესრეთ: „მრწამს ძე და სიტყუაჲ ღმრთისაჲ ორთა შინა ბუნებათა, სული და ჴორცნი, ვნებული და უვნებელი“; და საღმრთოჲ კჳრილე მჴმობელი, ვითარმედ: „ერთსა მას ევნო და მოკუდა და ერთი უვნებელად და უკუდავად ეგო“; ამათ თანა სანატრელი ეფრემცა, ვითარმედ: „ორნი ბუნებანი ერთად შემოკრბეს, არამედ ღმრთეებაჲ არა იქცა ჴორცად და ჴორცთა მიმხუმელი უფალი არა შემატება იქმნა ღმრთეებისა“„ (თავნი სომეხთა წვალებისანი ოცდაათნი // მრავალთავი, I, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, თბ., 1971. ზ. ალექსიძე, არსენი ვაჩესძის „დოგმატიკონში” შესული ანტიმონოფიზიტური ტრაქტატი და მისი გამოძახილი ძველ სომხურ მწერლობაში, გვ. 133-158.)
Synonym: ერთბუნებიანნი
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9