კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კათ კან კარ კატ კაც

კატაფატიკური ღმრთისმეტყველება

აპოფატიკურ შემეცნებაზე დაბლა, ღმრთის მრავალფეროვან გამოვლინებათა და ენერგიათა მიხედვით, დგას კატაფატიკური შემეცნება ღმრთისა. აპოფატიკისაგან განსხვავებით, კატაფატიკა ამტკიცებს, რომ ღმერთი არის ბრძენი, ყოვლისმცოდნე, ყოვლადძლიერი, წმიდა, მართალი, სიყვარული, სიკეთე და სხვ. წმ. მაქსიმე აღმსარებლის სიტყვით, ღმრთის ქმნილებებსა და მსოფლიო განგებულებაში, როგორც სარკეში, ჩანს უსაზღვრო სიკეთე, სიბრძნე და ძალა ღმრთეებისა. ღმრთის ამ გამოცხადებას წვდება ჩვენი გონება და ნაწილობრივ მის საიდუმლო შინაარსსაც იგებს. შექმნილ არსებათა ყოფიერების აზრსა და საიდუმლოში შეღწევით მათი შემოქმედის ჭვრეტაც შესაძლებელი ხდება. კატაფატიკის მწვერვალზე, ზღვარზე საიდუმლო (აპოფატიკური) ღმრთისმეტყველებისა, სუფევს უდიდესი საიდუმლო წმიდა სამების ყოფიერებისა. მოღვაწეთა მიერ ეს საიდუმლო სულიერად განიცდება როგორც სამბრწყინვალე ნათლით გაცისკროვნება და როგორც „დაუვიწყარი ხილვა“, რომელიც მათ ღმრთის შემეცნებასთან უშუალოდ აახლოებს. აპოფატიკურ და კატაფატიკურ ღმრთისმეტყველებათა შორის არავითარი წინააღმდეგობა არ არსებობს. ეს ურთიერთდაკავშირებული ორი გზაა. კატაფატიკური გზა აპოფატიკური შემეცნებისთვის საყრდენს წარმოადგენს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9