ია იე ივ ინ იო ის იუ იქ
იაკ

იაკობ წანწალოსი

(ბერძ.Τζάυτζαλοϛ) ბარადაიოსი (სირ. ბურდ’ანა „ჩამოფლეთილი“) – ედესის ეპისკოპოსი (გარდ. 578 წ.). 542/3 წლებიდან სევერიანთა სექტას ჩაუდგა სათავეში. მას საკუთარი მოძღვრება არ შეუქმნია და სევერიანთა იდეებს უცვლელად ქადაგებდა, მაგრამ მაინც მოახერხა იერარქიული ორგანიზაციისა და დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბება, რომელიც დღემდე იაკობიტურის სახელით არის ცნობილი. მისი სახელი მიიღო სევერიანთა მოძღვრებამაც, რომელსაც როგორც იაკობიტურს, ისევე სევერიანულ-იაკობიტურსაც უწოდებენ (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.) XI ს-ის II ნახევრიდან უკვე აშკარად ჩანს სომხური და სირიულ-იაკობიტური ეკლესიების თანხმობა დოგმატურ საკითხებში. მიუხედავად ამისა, სომხური ეკლესია იაკობიტური მაინც არ გამხდარა (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9