ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ევა ევდ ევს ევტ

ევტიქი

(დაახ. 378-454) მწვალებელი. არქიმანდრიტი, ბიზანტიონის ახლოს ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი, ნესტორიანული დავების დროს წმ. კირილე ალექსანდრიელის ერთ-ერთი მთავარი და გავლენიანი მხარდამჭერი იყო. შემდეგ კი 447 წ. მან ქრისტოლოგიური დავების ახალი ფაზა წამოიწყო და უხეშად ფორმულირებული მონოფიზიტური თეზისები წარმოადგინა. მან კავშირი დაამყარა ალექსანდრიის პატრიარქ დიოსკორესთან და 449 წელს, ეფესოს ავაზაკთა კრებაზე, გამარჯვება იზეიმა. ქალკედონის კრებამ ევტიქიანობა დაგმო და ევტიქი განკვეთა. მისი მტკიცებით, უფლის სხეული „კაცობრივი“ (άνϴρώπινον) იყო, მაგრამ – არა „კაცისა“ (άνϴωπόν). ევტიქიანელთა აზრით, ნიკეის სიმბოლოში გამოცხადებულია, რომ ქრისტე ერთარსია მამისა, მაგრამ ის კი არ არის ნათქვამი: ქრისტე ერთარსია კაცისაო. ამიტომ ისინი მოითხოვდნენ წმ. კირილეს გამონათქვამის მიღებას: „ერთი განკაცებული ბუნება სიტყვა ღმერთისა“, მაგრამ, განსხვავებით კირილეს სწავლებისაგან, ამით ღმრთეებისა და კაცების შეერთების შემდეგ ქრისტეს ერთ ბუნებას აღიარებდნენ. ერთია უკიდურესობა მანის, აპოლინარის და ევტიქისა, რომლებიც უფალი იესო ქრისტეს ერთ ბუნებას აღიარებდნენ, ხოლო მეორე – პავლეს, თეოდორეს და ნესტორისა, რომლებიც მაცხოვრის ორ ბუნებას ორ პირად ჰყოფდნენ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9