და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დოგ დოკ

დოგმატი

სარწმუნოებრივი კანონი; ეკლესიის უცილობელი დებულება. ტერმინი მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან – δοκείν, რაც ფიქრს, ვარაუდს, მიჩნევას ნიშნავს. ქრისტიანული თვალსაზრისით კი მასში მტკიცე რწმენა, დაჯერებულობა და შინაგანი ურყეობა იგულისხმება. ქრისტიანული დოგმატის განსაკუთრებით აუცილებელი თვისება მისი ღმრთეებრივი წარმომავლობაა. ამიტომ იგი დროზე არ არის დამოკიდებული და უცვლელ მარადიულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს. დოგმატების აღიარება ეკლესიის ყველა წევრისთვის აუცილებელია.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9