გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

განმარტება მუხლისა

  1. ინ. 20,17 „ნუ შემომეხები მე, რამეთუ არღა აღსრულ ვარ მამისა ჩემისა“... ზოგნი იტყჳან (1), ვითარმედ: ამისთჳს არა უფლო მიახლებად მარიამს, რაჲთა მიზეზითა მით პირველისა მის დედისაჲთა, რომელმან-იგი აცთუნა პირველი იგი ადამი, მოვიდა მეორე იგი ადამი ვნებითა მით და განკითხვითა ჯუარისაჲთა. და ზოგნი იტყჳან (2): არა ნათელ-ეღო მარიამსა, მისთჳს არა უფლო მიახლებად, რაჲთა გამოაცხადოს, რამეთუ შემდგომად აღდგომისა არა თუ ხოლო მტერთა მათ არა უფლო მიახლებად მისა, არამედ არცაღა საყუარელთა მათ თჳნიერ ნათლისღებისა. და რომელნიმე იტყჳან (3), ვითარმედ: ნაყოფ პირველ და ახალ იყვნეს ჯოჯოხეთით ჴორცნი იგი, რომელნი აღმაღლებად იყვნეს ზეცად და დაჯდომად მარჯუენ[...]ლსა შეიხებდა, რაჲთა დაუმარხოს აღსამაღლებელად მას მარჯუენესა, რომლისა მიერ დადგმად იყო გჳრგჳნი შემდგომად ამაღლებისა მის. და რომელნიმე იტყჳან (4), ვითარმედ: ვიდრე ვნებად არას პატივს-უყოფდა ჴორცთა მათ, ამისთჳს არა უფლო მარიამს მიახლებად შემდგომად აღდგომისა მის, რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ იდიდნეს ჴორცნი იგი შემდგომად აღდგომისა მის უფროჲს, ვიდრე ვნებად და აღდგომამდე. ხოლო ნეტარი ეფრემ იტყჳს (5), რამეთუ: ვითარცა წინაწარმეტყუელებდა უფალი ვნებათა მათთჳს და წინაჲსწარ ვნებათა მათ – აღდგომისათჳს, ეგრეცა წინაწარმეტყუელებდა ამაღლებისა მისთჳს. ჰრქუა მარიამს: „ნუ შემომეხები“, რაჲთა მივიდეს და ახაროს მოწაფეთა ამაღლებისა მისთჳს. ამისთჳს ჰრქუა მას: „მივედ და უთხარ ძმათა ჩემთა, არა თუ ვნებისათჳს, რამეთუ ვივნე, და არცა აღდგომისათჳს, რამეთუ აღდგომილ ვარ ესერა, არამედ მივედ და არქუ ესრეთ: აღსლვად ვარ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“, რამეთუ წინაჲსწარ ვნებისა იქადაგნეს ვნებანი იგი და წინაჲსწარ აღდგომისა მის იქადაგა აღდგომაჲ იგი, წეს არს, რაჲთა ამაღლებამდე იქადაგოს დღე იგი ამაღლებისაჲ. ყოველთავე, რომელთა მიახარეს მოწაფეთა მათ, აღდგომაჲ იგი უფლისაჲ ხოლო მიახარეს, ხოლო მარიამ ადგომაჲცა იგი და ამაღლებაჲ, რამეთუ თქუა: „მივედ და უთხარ ძმათა ჩემთა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
  2. მთ. 6,17 – „იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი“. საიდუმლოდ გეწოდოს შენ სიტყუაჲ ესე: რომელმან იცხოს, ეგევითარი იგი ცხებულად შერაცხილ არს, რომელმან განიბანოს, იგი განწმედილ არს. არამედ შენ სახელსა ამათ ასოთასა სულიერად გულისჴმა-ჰყოფდი შინაგანისა მის კაცისათჳს: განიბანე სული შენი ცოდვათაგან, იცხე თავსა შენსა საცხებელი სიწმიდისაჲ, რაჲთა იქმნე თანაზიარ ქრისტესა, და ესრეთ მოუჴედ მარხვასა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)
  3. მთ. 26,39 „მო-რაჲ-ვიდოდა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ ჯუარცუმად, იტყოდა: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს თანაწარსლვად სასუმელი ესე, თანა-წარმჴედინ მე“. მრავალთა ვერ უცნობიეს ზრახვაჲ ესე სიბრძნისაჲ, საუნჯჱ დაფარული და სიტყუასა ამას ვერ კეთილად ერჩიან და ვითარცა მოშიშსა იტყჳედ მას... უკუეთუ იძულებოდა ვისგანმე, კეთილად სამემცა იტყოდა, რამეთუ ეშინოდა. ხოლო აწ თავადი იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად იგი“ (ინ.10,18)... არა შიშითა სიკუდილისაჲთა ვიტყჳ: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“, არამედ დაფარულსა საიდუმლოსა სიტყუასა სიბრძნით წარმოვიღებ, ამას სიტყუასა შესატყუვნელი არს ეშმაკისაჲ. ჯერ-არს ჩემდა ამით სიტყჳთა მონადირებად იგი... რაჲთა ესევითართაგან მდაბალთა სიტყუათა ვეგონო, ვითარცა კაცი მოშიში, რომელი ევლტინ სიკუდილსა... (მან) სიტყჳთა ზაკულებისაჲთა აცთუნა ადამი. აწ სიტყჳთა ღმრთეებისაჲთა (თვით) სცთეს... აწ ჯერ არს ჩემდა ვითარცა მატლისა ხატად ყოფად და სიტყუა, რამეთუ: „მე მატლ ვარ და არა კაც“ (ფს. 21,7), რაჲთა იგი მორბიოდის მატლსა მას და სამჭედურითა შეიპყრას ჩემ მიერ და აღესრულოს თქმული იგი იობის მიერ, ვითარმედ: „შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა“ (იობ. 40,20)... განმცოხნენ, ვითარცა კაცი, და მპოვოს, ვითარცა მყარი კლდჱ, რომელმან ძლიერად შემუსრნეს კბილნი, რაჲთა ისწავოს კაცთაჲ არღარა ცოხნაჲ... არა იცის, რამეთუ რომელსა საბრჴესა დააგებს, და იგივე შევარდეს მას და აღესრულოს წერილი იგი: „ჴნარცუ თხარა, აღმოჰკუეთა და შთავარდა იგი მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა“ (ფს. 7,16), რამეთუ არა იცის, რომელ ეგულების აღმართებად ჯუარი, რამეთუ ჩემდა არს პატივ და მისა – მახჳლ, ჩემდა არს ტაძარ და მისა – სიკუდილ, ჩემდა არს დიდება და მისა – წარსაწყმედელ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
  4. ქებ. 1,1 „რამეთუ იტყჳს: „უმჯობეს არიან ჩემდა ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა“. რამეთუ, ვითარცა სახედ განამხიარულის ღჳნომან გული, ესრე სახედ განამხიარულებენ მცნებანი ქრისტესნი, რამეთუ ვითარცა ჩჩჳლნი, რომელნი გამოსწოვენ ძუძუთაგან გამოწოვად სძისა, ეგრეცა სახედ ყოველნი გამოსწოვდენ შჯულისა და სახარებისაგან მცნებათა, საჭმელსა სამარადისოსა მოიპოვებენ, რამეთუ ძუძუ ქრისტესა არა თუ სხუაჲ რაჲ არს, არამედ ორნი იგი შჯულნი, და სძჱ ესე არა თუ სხუაჲ რაჲ არს, არამედ მცნებანი იგი შჯულისანი(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
    Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9