ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბრძ ბრწ

ბრძენი

„ბრძენი, რომლისა განგებასა აუგი ერთოს, იგი არა ბრძენი არს. რამეთუ ბრძენმან სრულმან რომელი საქმე ქმნის და რომელი განიზრახის და სხუათა აუწყის, შეცთომილებაჲ არა არნ მის თანა და არცა იბრალის ვისგანმე საქმე და განგებაჲ ბრძენისა ჭეშმარიტისაჲ. ბრძენი იგი არს, რომლისა გონებაჲ ყოლადვე არა შეშფოთნეს და გულის-წყრომად არა აღიძრას და განსაცდელთაგან არა შეძრწუნდეს და ყოველსა ზედა მოთმინებით სულგრძელებდეს და ჟამთა არა ჰყვებოდის. ესე არს მთავარი ბრძენთაჲ და მოძღუარი მოძღუართაჲ“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9