ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბორ

ბოროტების რაობა

ნუ „გგონიეს, თუ ბოროტისა რაჲსამე არსებაჲ არს თჳსაგან. რამეთუ არა თუ უკეთურებაჲ არსი არს ვითარცა ცხოველი რაჲმე, არცა ბუნებაჲ რაჲმე იპოების მისი არსად მოსრული, არამედ დაკლებაჲ კეთილისაჲ არს ბოროტი“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) ბოროტება არც დაუბადებელია და არც დაბადებული, იგი სულის მიდრეკაა ბუნებითი მდგომარეობიდან: „ეგრეთვე ბოროტსა არა თუ თჳსი არსებაჲ აქუს, არამედ დაბრმობითა სულისაჲთა იქმნების, რამეთუ არცა დაუბადებელი არს, ვითარცა არს სიტყუაჲ იგი ურჩულოთაჲ, რომელნი სახიერსა მას და კეთილსა ბუნებასა თანა სწორ ჰყოფენ ბოროტსაცა. რამეთუ უკუეთუ ორნივე დაუსაბამო არიან და უზეშთაეს დაბადებისა, სწორ სადმე არიან. არცა კუალად დაბადებულ არს, რამეთუ უკუეთუ დაბადებულნი ყოველნი ღმრთისაგან არიან, ბოროტი კეთილისაგანმცა ვითარ იყო? რამეთუ არცა თუ შეგინებაჲ სიწმიდისაგანი არს, არცა უკეთურებაჲ – სათნოებისაგანი... არა დაბადებულ არს უკუე ბოროტი კეთილთა თანა, არამედ არცა უხილავნი იგი დაბადებულნი შერეულად ბოროტითა დაიბადნეს ღმრთისა მიერ... საცნაურ არს, ვითარმედ ჴორცნი ღმერთმან დაჰბადნა, ხოლო სენი არა; და სული დაჰბადა, ხოლო ცოდვაჲ არა; არამედ სული შებოროტნა, მი-რაჲ-დრკა ბუნებითისაგან“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9