ჯდ ჯვ ჯო
ჯოჯ

ჯოჯოხეთის წარტყუენვა

„აღიღო ჴელთა თჳსთა ქაჩაბურად ჯუარი იგი თჳსი, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, ღაღად-ყო და თქუა ჯუარსა მას ზედა: „მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“. მას ჟამსა დაილეწნეს კლიტენი და შეიმუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი. შევიდა უფალი ჯუარითა ჯოჯოხეთა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „რამეთუ აღმოიყვანნა უფალმან ჯოჯოხეთით სულნი მართალნი შთასლვითა მით ჯოჯოხეთა, დამუსრნა ბჭენი სიკუდილისანი და გამოუხუნა ყოველნივე შუვათაგან მისთა; მოიზიდნა და აღმოიყვანნა მონანი თჳსნი მშჳდნი და ყუდრონი უფალმან. და ამას თჳთ თავადი წამებს და იტყჳს, ვითარმედ: „რაჟამს აღვიმაღლო, მოვიზიდო ჩემდა“ (ინ. 12,32). არა ხოლო თუ ჯუარსა მას ზედა აღესრულა ესე, არამედ წმიდასა მას აღდგომასაცა, რომელ იყო მესამესა დღესა. წამებენ ამისთჳს სხუანიცა დაწერილნი, რამეთუ არა დაეტევა სული მისი ჯოჯოხეთს. ესე თავადი სული იგი ღმრთეებითურთ შთასრულ ჯოჯოხეთა. შემუსრნა მოქლონნი და განჭრნა საკრველნი ჯოჯოხეთისანი და განარინნა ყოველნი წმიდანი მისნი ჴელმწიფებითა მით თჳსითა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „და განჴსნნა კრულებანი ადამისნი, რომელ შეკრულ იყვნეს ბოროტისა მის მძლავრისაგან, დიდმან მეუფემან ქრისტემან და მძლავრ შეკრა და მოკლა მძლავრებაჲ იგი ეშმაკისაჲ, რომელ არს სიკუდილი, და იავარ-ყო სახლი მისი, რომელ არიან უფსკრულნი ჯოჯოხეთისანი, და წარმოტყუენა წარტყუენულნი იგი სიკუდილითა და სულნი ყოველთანი განარინნა ძლიერებისაგან უცებებისაჲსა და ცოდვილთა შეცოდებისაგან და მწარისა რისხვისაგან. ამას ყოველსა იქმოდა ძლიერებითა თჳსითა მეუფჱ დიდი ქრისტე იესუ. და ამას ნუვინ ჰგონებნ, ვითარმცა ესე ხოლო იყო, ვითარმედ რომელნი ცოდვასა ქუეშე იყვნეს, იგინი ხოლო იჴსნნა. არამედ გულისხმა-ყავნ სახისა ამისგან, რამეთუ იგივე ცოდვაჲცა აჴოცა და ჴელმწიფებაჲ ცოდვისაჲ – სიკუდილი მოკლა. და განათავისუფლნა ყოველნი ცოდვისა და სიკუდილისაგან და აჴოცა ჴელმწიფებაჲ სიკუდილისაჲ, რომელ არს ესე მძლავრობაჲ მისი“(ჩ.164,3). ვრცლად იხ.: ჩ.420-421. „იგი (იონა) შევიდა მუცელსა ვეშაპისასა, ხოლო ესე (მაცხოვარი) ნეფსით შევიდა საცნაურსა მას ვეშაპსა – სიკუდილისა მუცელსა; ნეფსით შევიდა, რაჲთა წარმოსთხინეს, რომელნი შთაენთქნეს“ (შ.163,21). „ოდეს დაიწუხნა მაცხოვარმან ჯუარსა ზედა თუალნი, ნათელი გამობრწყინდა ჯოჯოხეთს შიდა, რამეთუ შთავიდა უფალი ჯოჯოხეთისა შემუსრვად არა ჴორცითა, არამედ სულითა. რამეთუ შთავიდა უფალი და ყოველი დაიპყრა – სულითა ჯოჯოხეთი, ხოლო ჴორცითა ქუეყანაჲ“ (K.431).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9