ჯდ ჯვ ჯო
ჯვა ჯვრ

ჯვრის დღესასწაული

„ღმრთის მოყუარემან დედოფალმან (ელენე) ამცნო მამათა და დედათა აღსრულებად დღესასწაული პატიოსნისა ჯუარისაჲ თუესა ვარდობისასა, მეათესა დღესა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „დღეს ჯუარი აღემართა და სოფელი განწმიდნა, სიკუდილი უკუნიქცა. ჯუარი აღემართა და ეშმაკნი განიბნინეს. ჯუარი აღემართა, სიკუდილი იძლია, ეშმაკი შეიკრა და კაცთა კრულებანი განჰჴსნდეს. ღმერთი იდიდების და სოფელი განთავისუფლდების“. „მოჴსენებითა მით ჯუარისაჲთა გონებანი ჩუენნი გჳრგჳნოსან იქმნებიან“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9