ჯდ ჯვ ჯო
ჯვა ჯვრ

ჯვრის გამოსახვის წესი

„ცხოველსმყოფელისა ჯუარისაგან იქმნა ცხორებაჲ ჩუენი ქრისტეს მიერ, რომელი მას ზედა ჯუარს ეცუა საჴსრად ჩუენდა. ამისთჳსცა ყოვლითა მოსწრაფებითა გჳღირს პატივი და დიდებაჲ სახისა მის წმიდისა ჯუარისაჲ, რომლისა მიერ ვიჴსნენით ძუელისა მისგან დაცემისა. აწ უკუე ვამცნებთ, რაჲთა არავის ჴელ-ეწიფებოდის ადგილსა დასათრგუნველსა ჯუარისა სახესა გამოსახვად. გინათუ ქუეყანასა ზედა, ანუ ავჟანდებსა ზედა, ანუ თუ შატროვანთა ზედა და ძოლოთა ჯუარის გამოსახვაჲ არა ჯერ-არს, რაჲთა არა დათრგუნვითა მათ ადგილთაჲთა ძლევისა ჩუენისა სახე შეურაცხ-იქმნას. რომელთაცა უკუე სახე ჯუარისაჲ ადგილსა ფერჴითა დასათრგუნველსა ქმნან, დიდისა ბრალისა თანამდებ ჰყოფენ თავთა თჳსთა“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.) სხვათა შორის, ჩვენი დაკვირვებით, ბისონისა და ფილონის ძველ სამუზეუმო ექსპონატებზეც წელს ქვემოთ ჯვრები გამოსახული არ არის.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9