ჯდ ჯვ ჯო
ჯვა ჯვრ

ჯვარი

„ამისგან ძრწიან ეშმაკნი, რამეთუ ესე თითთა მიერ ჰაერსა შინა გამოსახვითა განიოტებს ეშმაკთა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) ბეჭედი წმიდისა სამებისა (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ოდეს ჯუარი ეკლესიასა იკითხვების, და მორწმუნეთა ესმინ, და მწუხარება უჩნ არა თუ ჯუარ-ცუმისათჳს, არამედ ჯუარის-მცუმელთა მათთჳს ურწმუნოთა, შე-მცა-წუხნეს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ჯუარი არა იქადაგებოდა პირველ და ყოველი სოფელი სიკუდილსა დაეპყრა, ხოლო აწ ჯუარისა ქადაგებითა სიკუდილი უკუდავებად და ცხოვრებად საუკუნოდ მოგუეტყუა“; „ჯუარისაგან კეთილი სარწმუნოებაჲ გუესწავა და ყოველივე მსახურებაჲ ღმრთისა მიმართი; ჯუარისაგან სიმართლჱ ღმრთისაჲ გუესწავა და სიყუარული და მშჳდობაჲ; ჯუარისაგან შორიელნი მოვეახლენით ქრისტესა და ერთიერთსა ვიცნობთ და ვჰყუარობთ, და მის მიერ მადლი იგი სულისა წმიდისაჲ მოგუეცა“; „ყოველსავე კეთილსა ჯუარისაგან ვხედავთ და ესეცა ცნობაჲ ჯუარისაგან გუესწავა და გულისხმა-ვყავთ ძჱ... ჯუარი ცხოვრებისათჳს აღემართა, და ცხოვრებაჲ მოეცა სოფელსა; ჯუარი კუალად სიკუდილისათჳს აღემართა, რაჲთა სიკუდილი დათრგუნოს; ჯუარი ჭეშმარიტებისათჳს აღემართა, რაჲთა ყოველი სოფელი ჭეშმარიტებითა აღავსოს; ჯუარი აღემართა უფლისათჳს, გარნა უფალმან ჯუარსა ზედა ჴელნი განიპყრნა და ყოველნი მისა მოიზიდნა; ქრისტემან ჯუარსა ჴელნი განიპყრნა, და ეშმაკი დაეცა და სოფელსა სასწაული ცხოვრებისაჲ მოანიჭა“; „ოდეს ვიურვოდით, გინა თუ შევწუხნეთ ცოდვათათჳს, გინა ეშმაკისა მიერ ყოვლისავე საცთურისათჳს მოვივლტოდით წინაშე სასწაულისა მის ჯუარისა, რომელი მოგუცა ქრისტემან განსარინებელად პირისა მისგან მშჳლდისაჲსა, და გჳჴსნნეს საყუარელნი თჳსნი და გუაცხოვნნეს მარჯუენითა თჳსითა და ისმინოს ჩუენი, რამეთუ იგი არს სასოებაჲ ჩუენი; და ყოვლადვე ვესვიდეთ ჯუარსა და გუაქუნდეს წმიდაჲ იგი ჯუარი ქრისტჱსი სიქადულად, სიხარულად, საჭურველად, ფარად და მცველად სულთა და ჴორცთა ჩუენთა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ჯუარი საცოჲ არს ქრისტეანეთაჲ. ჯუარი აღდგომაჲ არს მკუდართაჲ. ჯუარი სინათლე არს მწუხარეთაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი და განმაძლიერებელი არს უძლურთაჲ. ჯუარი წინამძღუარი არს შეცთომილთაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი არს დავრდომილთაჲ. ჯუარი უძლურთა შეძლებაჲ არს. ჯუარი გჳრგჳნი არს გლახაკთაჲ. ჯუარი სინანული არს ბრალეულთაჲ. ჯუარი საძლეველი არს ეშმაკთაჲ. ჯუარი მოძულეთა მშჳდობაჲ არს. ჯუარი მასწავლელი არს ჭაბუკთაჲ. ჯუარი ნუყიერებაჲ არს მშიერთაჲ. ჯუარი დამამჴობელ არს ამპარტავანთაჲ. ჯუარი დამშჯელი არს მძლავრთაჲ და მჴსნელი მიმძლავრებულთაჲ. ჯუარი მცველი არს მეგობართაჲ. ჯუარი ნუგეშინის-მცემელი არს მგლოვარეთაჲ. ჯუარი სასოებაჲ არს განწირულთაჲ. ჯუარი განმგებელი არს ზღუასა შინა მავალთაჲ. ჯუარი ნავთსაყუდელი არს დანთქმულთაჲ. ჯუარი ზღუდე არს მბრძოლთაჲ. ჯუარი მამაჲ არს ობოლთაჲ და მსაჯული ქურივთაჲ. ჯუარი მცველი არს ქორწინებულთაჲ. ჯუარი კეთილი მოძღუარი არს უსწავლელთაჲ. ჯუარი თავი არს მამათაჲ. ჯუარი მცველი არს დედათაჲ განსაცდელთაგან. ჯუარი მაცხოვარი არს ჭაბუკთაჲ. ჯუარი პატივი და შუენიერებაჲ არს მოხუცებულთაჲ. ჯუარი მცველი და მფარველი არს ქალწულთაჲ. ჯუარი სინათლე არს ბნელსა შინა მსხდომარეთაჲ. ჯუარი კუერთხი არს მკელობელთაჲ. ჯუარი ზარი და შუენიერებაჲ არს მეფეთაჲ. ჯუარი ძლიერებაჲ არს მთავართაჲ. ჯუარი სიბრძნე არს ღმრთის მოშიშებისაჲ. ჯუარი სწავლაჲ არს მართალთაჲ. ჯუარი მოძღუარი არს სახიერთაჲ. ჯუარი მომაქცეველი არს უღმრთოთაჲ. ჯუარი შჯული არს უშჯულოთაჲ. ჯუარი ქადაგებაჲ არს წინასწარმეტყუელთაჲ. ჯუარი სახარებაჲ არს მოციქულთაჲ. ჯუარი სიქადული არს მოწამეთაჲ. ჯუარი შემწე და მცველი არს მონაზონთაჲ. ჯუარი დიდებაჲ არს და სიხარული და ნათელი მღდელთაჲ. ჯუარი საფუძველი არს ეკლესიათაჲ. ჯუარი სიმტკიცე არს სოფლისაჲ. ჯუარი წარმწყმედელი არს უვარის მყოფელთაჲ. ჯუარი სირცხჳლი არს ჰურიათაჲ. ჯუარი დამამხობელი არს კერპთაჲ და მსახურთა მათთაჲ. ჯუარი დამარღუეველი არს [ბაალის] საკურთხეველთაჲ. ჯუარითა მძლე ვექმნენით ეშმაკსა. ჯუარი ძალი არს უძლურთაჲ. ჯუარი განმწმედელი არს კეთროანთაჲ. ჯუარი სიმაძღრე არს წყურიელთაჲ. ჯუარი სამოსელი არს შიშუელთაჲ“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9