ჴე ჴმ
ჴმა

„ჴმა უფლისა

არს არა განმკუეთელი (ფს. 28,7) რაჲმე, გინა მომწყლველი ჰაერისაჲ, არამედ ძალი იგი მისი უხილავად მეტყუელი, რომელი ზრახავს გონებასა შინა წმიდათასა. და კუალად ჴმა ღმრთისა ეწოდების ყოველსავე ჴმასა დაბადებულთასა, ანგელოზთასა, გინა კაცთა წმიდათასა, წინაჲსწარმეტყუელთა გინა მოციქულთასა, რამეთუ, ვითარ-იგი თავადი უხილავად ზრახავს გონებათა მათთა, ეგრეთვე მათითა მით ორღანოდ ჴუმევითა ყოველთავე შორის მეტყუელებს და განაცხადებს დაფარულებასა საიდუმლოთა თჳსთასა. რამეთუ არა ხოლო სიტყჳერნი და გონიერნი, არამედ უსულონიცა და უძრავნი, ესე-იგი არიან: ცანი უთხრობენ დიდებასა მისსა და ქუეყანაჲ ქადაგებს შემოქმედებასა მისსა (ფს. 18,2). და ესრეთ რომლისაგანცა სულიერისა გინა უსულოჲსა დუმილით გინა მეტყუელებით ღმერთი იქადაგებოდის, ყოველივე ჴმად ღმრთისა სახელ-იდების და შეირაცხების“ (ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9