ჴე ჴმ
ჴელ

„ჴელნამკუდრევნი“

იგივე ნეკროხიროტონები, ანუ მკვდრის ხელთდამსხმელნი. ზედწოდება ივლიანიტებს უკავშირდება, კერძოდ, ამბავს, როცა ივლიანე ჰალიკარნასელის გარდაცვალების შემდეგ მისმა მიმდევარმა ორმა ეპისკოპოსმა მესამე ეპისკოპოსის ხელთდასხმისთვის, რადგან სჯული ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის სამი მღვდელმთავრის მონაწილეობას მოითხოვდა, მკვდარი ივლიანეს ხელიც გამოიყენა, როგორც მესამე მონაწილისა (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9