ხა ხე ხი ხო ხრ ხუ
ხე ხედ ხელ

ხე ცხოვრებისა

გარდა ხისაგან გამომრჩეველისა ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა, ღმერთმა ადამიანს სამოთხის ყველა ხის ნაყოფის ჭამის ნება დართო (შესქ. 2,16-17); და ეს იყო ფრიად მნიშვნელოვანი, ადამიანის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სრულყოფისთვისაც, ვინაიდან სამოთხის ხეთა ნაყოფნი, განსაკუთრებით კი საშუალ სამოთხისა აღმოცენებული ცხოვრების ხისა (შესქ. 2,9), მუდმივად განაახლებდა და განამტკიცებდა მის სულიერსა და ფიზიკურ ძალებს, და ყოველგვარი უძლურებისაგან იცავდა. „გულისხმა-ვჰყოფ საჭმელსა მას არა ხორციელადსა ხოლო და არცა შუებასა მას კაცობრივსა, არამედ სხუასა საჭმელსა თჳნიერ ჴორციელადსა, რომელისა საშუებელი მიიწევის სულად ხოლო“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ხოლო სოლომონ აჴსენებს სიბრძნესა, რომელ არს უფალი, და სახელ-სდებს ხედ ცხორებისად (იგავ. 3,18). აწ უკუე ერთი არს ძალი სიტყჳსაჲ მის, უკუეთუ სთქუა „ხჱ ცხორებისაჲ“ გინა თუ ხჱ იგი, რომელსა ეწოდების ყოველივე, რომლისა გემოჲ მისი დაბადებულთათჳს, ვითარცა ხატებაჲ ღმრთისაჲ“(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9