ხა ხე ხი ხო ხრ ხუ
ხე ხედ ხელ

ხე ცნობადისა

ნების განმტკიცებისა და ზნეობის განვითარებისთვის ღმერთმა ადამიანს მისცა მცნება, რომ სამოთხის ერთ-ერთი ხის ნაყოფი – ხისაგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა (შესქ. 2,17) – არ ეჭამა. ამ მცნების აღსრულებას ადამიანი ღმრთის ნების შეგნებულ მორჩილებაში უნდა განემტკიცებინა და მისი შემდგომი სრულყოფის საწინდარი გამხდარიყო. ფაქტობრივად, ეს იყო ადამიანისთვის დაწესებული პირველი მარხვა, რომლის დაცვა მან ვერ შეძლო. „იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: „და რად იყო სამოთხესა შინა ძელი იგი, რომლისა მიერ იქმნებოდა ეშმაკისაჲ ჩუენ ზედა ჴელყოფაჲ? რამეთუ უკუეთუმცა არა აქუნდა ურჩებისა იგი მიზეზი, ვითარმცა შთავეყარენით ურჩებისა მიერ სიკუდილად?“ ხოლო გულისჴმა-ყავთ, რამეთუ ჯერ იყო მიცემაჲ მცნებისაჲ გამომცდელისა მორჩილებისა ჩუენისაჲ, ამისთჳს იყო ხჱ, ნაყოფთა შუენიერთა მომღებელი, რაჲთა განყენებითა მით გულისსათქუმელისაჲთა გამოვაჩინოთ კეთილი იგი მარხვისაჲ და ესრეთ გჳრგჳნთა მათ მოთმინებისათა სამართლად ღირს ვიქმნეთ“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) ღმერთმა ადამს „მისცა შჯული აზნაურებისაჲ, რაჲთა რომლისა ხისაგან მოიღოს, და რომლისაგან არა. ესე იყო ხჱ მეცნიერებისაჲ, რომელი პირველად არა ბოროტად დაჰნერგა, არცა შორით დაეყენა მისგან... არამედ კეთილ არს, რაჟამს მოიღოს ჟამსა თჳსსა, რამეთუ, ვითარ ვჰგონებ, ხჱ იგი იყო ზრახვაჲ, რომელი შეჰგავს სულთა მათთჳს და კეთილისა, და კეთილთა მათთჳს, რომელნი ჯერეთ უსრულ არიან. და ნებაჲ მათი უძღებ არს, ვითარცა იგი არა კეთილ არს საზრდელი სრული ჩჩჳლთა მათთჳს, რომელთა იგი უჴმნ სძჱ“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) „შორის სამოთხისა დანერგა ღმერთმან ხე იგი ცხორებისაჲ და ხე იგი ცნობადისაჲ კეთილისა და ბოროტისაჲ, რომელ-იგი იყო გამოსაცდელ მორჩილებისა და ურჩებისა კაცისა მის, ამისთჳსცა ხე ცნობადი კეთილისა და ბოროტისაჲ ეწოდა მას. რამეთუ არაჭამითა მისითა გამოჩნდებოდა მორჩილებაჲ მისი და კეთილი გონებაჲ, და ღირს-იქმნებოდა ყოველსავე კეთილსა, ხოლო ჭამითა მისითა იცნობებოდა ურჩებაჲ მისი და ბოროტისა მიმართ მიდრეკილობაჲ და შეემთხუეოდა ბოროტი. და ბრძანებისა მისგან დამბადებელისა ძალი ესევითარი აქუნდა ხესა მას, რომელ გემოჲსხილვითა მისითა მიეცემოდა კაცსა ცნობაჲ თჳსისა ბუნებისაჲ, რომელ-იგი სრულთათჳს კეთილ იყო, ხოლო არასრულთათჳს – ბოროტ, ვითარცა ჩჩჳლთათჳს არა ჯერ-არს სრული საზრდელი, არამედ სძე განწესებულ არს“; „ხოლო მაშინ იცოდა ღმერთმან, ვითარმედ რაჟამს ბუნებაჲ თჳსი ცნას, მეყსეულად ზრუნვასა და ვნებულებასა შთავარდების. ამისთჳს არა ჯერ-უჩნდა ესე და ამცნო არახილვად გემოჲ ხისაჲ მის, რომელსა აქუნდა ესევითარი ძალი, რომლისა გემოჲსხილვაჲ მაშინ ჯერ-იყო, ოდესმცა უბრძანა მეუფემან სახიერმან“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) ღირ. მაქსიმე აღმსარებელი სიტყვას წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა: „ხედვაჲ იყო ხჱ იგი და ზრახვაჲ“, ასე განმარტავს: „ესე იგი არს, ვითარმედ გულისსიტყუაჲ იყო და გულისჴმისყოფაჲ, რომელი ჯერეთ არა ჯერ-იყო მისდა“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) „ხე იგი ცნობადისა კეთილისა და ბოროტისაჲ გამოსაცდელი იყო ურჩებისა და მორჩილებისაჲ და თავისა მიერ თჳსისა ერთგუამობითისა მიმართ ცხორებისა განსლვისა მას შინა მყოფობისა და მკჳდრობისაჲ, და თავისავე მიმართ თჳსისა კუალად ქცევისა და თავისა თჳსისა ცნობისაჲ, რომლისა მიმართ აღმყვანებელ იყო ხე იგი ცნობადისაჲ, რომლისა გემოჲსხილვად წინაგანმგებელობით დააყენა კაცი სახიერმან მან, ვითარცა არა უმჯობესისაგან მისდა პირველ ზეშთა ბუნებისა განმტკიცებისა და ვიდრე დამყარებადმდე მისსა განუვრდომელობასა შინა კეთილისასა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) „ხე ცხორებისაჲ, გინა თუ ძალი აქუნდა უკუდავმყოფელი, ანუ თუ უკუდავთა და სამარადისოჲსა ცხორებისა ღირსქმნულთა საჭმელ იყო, და ყოვლით კერძო ხე ცხორებისაჲ იყო მცნებაჲ ღმრთისაჲ, ჯერ-უკუე-იყო ადამისა ჭეშმარიტითა მით და უზაკუველითა მორჩილებითა აღსრულებად მცნებისა მის საღმრთოჲსა, რაჲთამცა ესრეთ ეგო განუშორებელად დამბადებელისაგან და ესრეთმცა მიეცა მას პატივი ღმერთყოფისა ჟამსა თჳსსა, ოდეს-იგი სათნო-იყომცა ჭეშმარიტად ბუნებით ღმერთმან და მეუფემან ყოველთამან მიცემად მისა ჭეშმარიტისა მის მეცნიერებისა და გულისჴმისყოფისა და ცხორებისა მის დაუსრულებელისაჲ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9