ჭე ჭი ჭუ
ჭირ

ჭირთა რაობა

ჭირი გვეძლევა კეთილი განგებულებით და სატანჯველი სარწმუნოების საზომისაებრ შეგვემთხვევა: „არა მოწყინე ვიყვნეთ ჭირთა შინა, არამედ მოველოდით სახიერებასა ღმრთისასა და უწყოდით, ვითარმედ განგებულებითა რაჲთამე კეთილითა მიგუცემს ჩუენ ჭირთა და საზომისაებრ თითოეულისა სარწმუნოებისა მოაწევს სატანჯველთაცა“. ჭირთა მოუთმენლობით წარმოქმნილი უკეთური ზრახვები ბოროტებასა და გარყვნილებას იწვევს: „რაჟამს იხილნიან თავნი მათნი ჭირთა მათ შინა და განსაცდელთა დაყოვნებულად, დაამტკიცებენ თავთა შორის მათთა ბოროტსა მას გულისსიტყუასა და განაჩინებენ გულთა შინა მათთა, ვითარმედ არა არს ღმერთი... რომელმან ესე დაიდვას გულსა შინა თჳსსა, მიერითგან ურიდად ყოველსავე ცოდვასა ერევის. რამეთუ უკუეთუ არა არს მხედველი ამის ყოვლისაჲ და არა არს, რომელი მიაგებს თითოეულსა საქმეთაებრ მისთა, რაჲ არს დამაყენებელ?... შეუძლებელ არს მიდრეკაჲ გზისა მისგან მართლისა, უკუეთუ არა მოვიდეს პირველად დავიწყებაჲ ღმრთისაჲ გულსა შინა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) ჭირი უკეთურობას აცხრობს: „ამისთჳს არიან სენნი ქალაქთა და ნათესავთანი, უწჳმროებანი ჰაერთანი და უნაყოფოებანი ქუეყანისანი და ყოველნივე სოფლისა ამის ჭირნი, რომელნი მოიწევიან თითოეულსა ზედა, უკეთურებისა აღორძინებასა დააყენებენ. და ესევითარნი ესე ბოროტნი ღმრთისა მიერ იქმნებიან, რაჲთა ამათ მიერ იქმნას ჴსნაჲ ჭეშმარიტთა მათ ბოროტთაგან, რამეთუ სნეულებანი ჴორცთანი და სხუანი იგი ბოროტნი დასაყენებელად ცოდვისა არიან“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „შეიწყნარე აწ ჭირთა განმრავლებაჲ, დაუთმე განსაცდელთა და ღუაწლთა, მომავალთა შენ ზედა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9