ჭე ჭი ჭუ
ჭეშ

ჭეშმარიტი მეცნიერება

კითხვა-მიგება წმ. ანტონი დიდსა და ორ წარმართ ბრძენს შორის: „მითხართღა მე თქუენ პირველად: საქმენი, უფროჲსღა ღმრთისა ცნობაჲ, ვითარ მტკიცედ იცით: გამოჩინებითა სიტყუათაჲთა, ანუ შეწევნითა სარწმუნოებისაჲთა? ანუ რომელი უფროჲს არს: შეწევნაჲ სარწმუნოებისაჲ, ანუ სიტყუათა გამოჩინებაჲ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: უფროჲს არს შეწევნით სარწმუნოებაჲ, და ესე არს ჭეშმარიტი მეცნიერებაჲ. ჰრქუა მათ ანტონი: კეთილად სთქუთ, რამეთუ სარწმუნოებაჲ სიყუარულითა სულისაჲთა არნ, ხოლო სიტყჳს-გებაჲ ჴელოვნებით შემკრებელთაჲ არს“ (მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI ს-სა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა, თბ., 1975.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9