წა წე წვ წი წმ წრ წყ
წყა წყე წყლ

წყლის საიდუმლო

„ნუ ვითარცა წყალსა ლიტონსა ხედავ შენ ბანასა მას (ნათლისღებისა), არამედ წყალსა თანა მოცემულსა მადლსა... ლიტონმან მან წყალმან სახელ-დებითა მით მამისა, ქრისტჱსითა და წმიდისა სულისაჲთა ძალი სიწმიდისაჲ მოიღო,... წყალი იგი განსწმედს ჴორცთა და სული წმიდაჲ აღჰბეჭდავს სულთა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „და უკუეთუ ვისმე სწადის კითხვად, ვითარმედ რაჲსა წყლისაგან და არა სხჳსაგან წესისა მოეცემის მადლი იგი, საღმრთონი წიგნნი აიხუენ და ჰპოო, ვითარმედ დიდ და მთავარ არს წყალი და ოთხთა საჩინოთა მათ წესთა უმჯობჱს. ანგელოზთა საყოფელ ცანი არიან, არამედ წყალთაგანვე არიან. ქუეყანაჲ არს საყოფელი კაცთაჲ, ეგრევე წყალთა ზედა არს; და უწინარჱს ყოველთა მათ შობათა შესაქმესა ექუსთა დღეთასა სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა (შესქ.1,2). დასაბამი სოფლისაჲ არს წყალი, დასაბამი სახარებისაჲ იორდანჱ არს. განთავისუფლებაჲ ისრაელისაჲ ფარაოჲსგან ზღჳთა მით და განთავისუფლებაჲ ცოდვათაგან განბანითა მით წყლისაგან სიტყჳთა (ეფ.5,26). სადაცა ვის მიმართ იყოს აღთქუმაჲ, მუნცა წყალი. შემდგომად წყლით რღუნისა დაიდვა შჯული ნოვჱს მიმართ; და ისრაელისა მიმართ მოეცა შჯული მთასა სინასა, არამედ შემდგომად სხურებისა მის წყლისა. მატყლითა მეწამულითა და უსუპითა (ებრ.9,19) ელია ამაღლდა, არამედ არა თჳნიერ წყლისა – პირველად წიაღჴდა იორდანესა და მაშინღა მჴედრ აღვიდა ზეცად. ეგრევე პირველად მღდელთმოძღუარი იგი იბანის და მაშინღა კუმევად წარდგის. პირველად აჰრონ განიბანა და მაშინღა იქმნა მღდელთმოძღუარ. ვითარმცა უკუე შეჰგვანდა სხუათა მლოცველად, რომელი-იგი წყლითა არა განწმედილ იყო! და მუნ სახჱ ნათლის-ცემისაჲ – ემბაზი იგი საბანელ იყო კარავსა მას შინა წამებისასა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „საღმრთონი წიგნნი აღმოიკითხენ და ჰპოვო, ვითარმედ დიდ მთავარ არს წყალი და ოთხთა მათ საჩინოთა წესთა უმჯობჱს. ანგელოზთა საყოფელ ცანი არიან, არამედ წყალთაგანვე არიან ცანი. ქუეყანაჲ არს საყოფელ კაცთა, ეგრევე წყალთა ზედა არს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9