წა წე წვ წი წმ წრ წყ
წმი

წმიდა წიგნთა შესახებ

„მირბიოდე გულს-მოდგინედ, ვითარცა სუნელთა სათიბთა ყუავილოვანთა, წიგნთა მიმართ წმიდათა, და მიერ ვარჩევდეთ და მოვჰწილვიდეთ, ვითარცა ყუავილთა შუენიერთა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) წმიდა წიგნთაგან სწავლა სულთა მაცხოვნებელია: „სავსებასა ნაყოფთასა არნ სამკალი და ნაყოფისაგან ვენაჴისა სთუელი, ხოლო წიგნთაგან წმიდათა – სწავლაჲ სულიერი, რამეთუ სთუელი ესე და სამკალი ერთად მოიწევის წელიწადსა, ხოლო სულიერი ესე საზრდელი, რომელი აცხოვნებს სულთა ჩუენთა, რომელ არს სწავლაჲ წმიდათაგან წიგნთა. რამეთუ სამკალი და სთუელი ბეჭნის შემდგომად მოწევნისა, ხოლო სულიერი ესე სთუელი უფროსღა ყუავილმცენარე არს და მარადის ნაყოფი მისი მის თანა ჰგიეს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9