წა წე წვ წი წმ წრ წყ
წმი

წმიდა წერილი

იგივე ბიბლია, წყარო ქრისტიანული სარწმუნოებრივი მოძღვრებისა. იგი ღმრთის გამოცხადებით, ანუ ღმრთის შთაგონებით დაწერილი წიგნებისგან შედგება. მას აგრეთვე ეწოდება სიტყვა ღმრთისა, რადგან მასში კაცობრივ ენაზე დაცული და გადმოცემულია ღმრთის სიტყვა. რა თქმა უნდა, ღმრთივშთაგონებულობა არ ნიშნავს იმას, რომ ბიბლიურ წიგნთა ავტორებს ღმერთი უბრალოდ კარნახობდა და ისინი, როგორც მედიუმები, საღმრთო სიტყვებს ავტომატურად აფიქსირებდნენ. ბიბლია არის ღმერთკაცებრივი წიგნი. როგორც ცხონების საქმეში ღმრთის მადლი არაფერს მოქმედებს გარეშე კაცობრივი ნების მონაწილეობისა, ასევე წმიდა წიგნებიც ღმრთეებრივ და კაცობრივ ნებათა თანამოქმედებით იწერებოდა. ღმრთივშთაგონებულობა შეიძლება განისაზღვროს როგორც სულიწმიდის განსაკუთრებული ზემოქმედება მწერლის პიროვნებაზე, რომლის წყალობითაც ავტორი, მისი ყველა ნიჭისა და უნარის შენარჩუნებით, განგებულების მიზანთა შესაბამისად, სიტყვით გვაუწყებდა საღმრთო გამოცხადებას.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9