წა წე წვ წი წმ წრ წყ
წმი

წმიდა მამათა პატივი

მოციქულთა „შემდგომად სრულ ყვეს და განაგეს ყოველი წესი ეკლესიისაჲ ოთხთა მათ წმიდათა კრებათა... და ამათ თანა წმიდამან ბასილი, გრიგოლი, ათანასი, იოვანე, ეპიფანე, კჳრილე და სხუათა საკჳრველთ-მოქმედთა და წმიდათა მოძღუართა. რამეთუ ესენი არიან თანამოღუაწენი წმიდათა მოციქულთანი და ჭეშმარიტნი მოძღუარნი ეკლესიისანი, ვითარცა იტყჳს ნეტარი პავლე, ვითარმედ „პირველად მოციქულნი, მეორედ წინაჲსწარმეტყუელნი, მესამედ მოძღუარნი“ (1 კორ. 12,28). რომელმან ესენი შეურაცხ ყვნეს, მან წმიდანი მოციქულნი შეუარცხ ყვნეს, და რომელმან ესენი შეურაცხ ყვნეს, იგი თავადსა უფალსა შეურაცხ ჰყოფს, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ სახარებაჲ: „რომელმან თქუენი ისმინოს, მან ჩემი ისმინა, და რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მან მე შემიწყნარა“ (მთ. 10,40)“, („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9