წა წე წვ წი წმ წრ წყ
წიგ წინ

წინასწარმცნობელობა ქრისტესი

„უმეცრებიანნი ყოველსავე აღიარებენ, რაოდენსა რას თეოდოსიანნი აღიარებენ. და მხოლოდ ერთითა ამით ოდენ განეყოფებიან, რამეთუ თეოდოსიანნი უკუე არა იტყჳან უმეცრებასა საუფლოჲსა კაცისასა, ხოლო იგინი – უმეცრებასა, რამეთუ „ყოვლითურთ გუემსგავსა ჩუენო“ – იტყჳან. და უკუეთუ ჩუენ უმეცარ ვართ, ცხად არს, ვითარმედ იგიცა უმეცარ იყო, რომლისათჳს თჳთ იტყჳს სახარებათა შინა, ვითარმედ: „არავინ უწყის დღე იგი ანუ ჟამი, არცა – ძემან, თჳნიერ მამამან მხოლომან“. და კუალად: „სადა დასდევით ლაზარე“, რამეთუ ესე ყოველნი უმეცრებისანი არიანო სიტყუანი, არამედ რასა ვიტყჳთ მათდა მიმართ, ვითარმედ: განგებულებით თქუნა ესენი ქრისტემან, რაჲთა დაჰჴსნას სურვილი მოწაფეთაჲ სწავლად მისგან ჟამსა აღსასრულისასა. „ამისთჳს შემდგომად აღდგომისაო, – კუალად იტყჳან, – ჰკითხვიდეს რაჲ მეფობისათჳს ისრაილისა, არღა შესძინა, ვითარმედ: არცა ძემან“, არამედ არა თქუენი არსო ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9