წა წე წვ წი წმ წრ წყ
წიგ წინ

წინასწარმეტყველნი და მოქიცულნი

მოციქულთა პატივი წინასწარმეტყველებზე აღმატებულია: „დაღათუ ელია პირველ ცადმდე შეიწია, ხოლო პავლე მესამედ ცამდე, რამეთუ უპატიოსნესსა მიიწია პატივსა. ნუუკუე სირცხჳლ გიჩნდენ მოციქულნი იგი ჩუენნი: არა უმცირეს არიან მოსესსა, არა უნაკლულეს წინაწარმეტყუელთა, არამედ კეთილ კეთილთა თანა და კეთილთა უკეთეს. ელია სამე ზეცად აღიტაცა, ხოლო პეტრეს კლიტენი ჰქონან ცათა სასუფეველისანი და ბრძანებაჲ აქუს, არამედ: „რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მთ. 16,19). ელიაცა ხოლო აღიტაცა, ხოლო პავლე – ცადცა და სამოთხედცა. შეჰგავს მოწაფეთა იესუჲსთა, რაჲთა ფრიად უმეტესი მოიღონ მადლი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9