წა წე წვ წი წმ წრ წყ
წიგ წინ

წიგნი და გონება

კითხვა-მიგება წმ. ანტონი დიდსა და ორ წარმართ ფილოსოფოსს შორის: „ჰრქუა მათ ანტონი: თქუენ რაჲ სთქჳთ: რომელი უწინარეს არს: გონებაჲ ანუ წიგნი? და რომელი ძალისა მიზეზი არს: გონებაჲ წიგნისაჲ, ანუ წიგნი გონებისაჲ? ხოლო მათ ჰრქუეს: პირველად არს გონებაჲ და წიგნისაცა მომპოვნებელ გონებაჲვე არს. ჰრქუა მათ ანტონი: რომელთაჲ გონებაჲ ცოცხალ არს, მათ არარაჲ უჴმს წიგნი“ (მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI ს-სა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა, თბ., 1975.) რას უნდა ნიშნავდეს ცოცხალი გონება? – ვფიქრობთ, ეს განწმედილი და განღმრთობილი გონებაა, რადგან „ღმერთი ცხორებაჲ არს“, ანუ სიცოცხლე ღმერთთან თანამყოფობასა და თანაზიარებას ნიშნავს, ხოლო ასეთ გონებას მადლი ხელმძღვანელობს და მას წიგნიერი ცოდნა ნამდვილად აღარ სჭირდება. სულის ამ მდგომარეობას, სხვაგვარად, სინერგიის შედეგად მიღებული მადლმოსილებაც შეიძლება ვუწოდოთ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9