ძა ძე ძვ ძი ძმ
ძე ძეო

ძეობა

„ვითარცა ბრწყინვალებაჲ მზისაჲ მარადის მზესა თანა არს და განუყოფელ არს მისგან, ეგრეთვე ქრისტეს შობაჲ მარადის არს მარადის არსისა მისგან მამისა. და რამეთუ ვითარცა მამაჲ მარადის არს ღმრთეებასა შინა და მამობასა, ეგრეთვე ძჱ მარადის არს ღმრთეებასა შინა და ძეობასა“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) ძეობა, ანუ ძის შობილება მამისაგან, ძე ღმერთის საკუთარი თვისება რომ არ იყოს და იგი ღმრთეებრივ მდგომარეობას, ანუ მამისა და ძის პიროვნულ ურთიერთდამოკიდებულებას რომ არ განსაზღვრავდეს, მაშინ იგი არც უცვალებელი იქნებოდა. ის, რაც ღმრთის თვისებას წარმოადგენს (იგივე, ძეობა), არ იცვლება და იგი არც რაიმე პროცესს ჰგავს, რომელსაც დასაწყისი ან დასასრული შეიძლება ჰქონდეს. ამიტომ მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ძეობა მარადიულია, ანუ ძე მარადის იშვება მამისაგან.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9