ცე ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცრე

ცრემლი

„ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, უწყოდენ, რამეთუ აღუგზნიეს სულისა თჳსისათჳს ცეცხლი იგი საუკუნოჲ უშრეტი, უკუეთუ არა აქუნდეს მას მდინარე ცრემლთაჲ. რამეთუ ცრემლთა მდინარე დაშრეტს საჴუმილსა ცეცხლისასა და ცოდვასა აგზებულსა გუამსა შინა კაცისასა, ვითარცაღა-იგი წამალმან, კეთილად შემზადებულმნან მკურნალისა მიერ ჴელოვნისა, დაჰჴსნის სენთა სიმძაფრე, რომელ არს გუამსა შინა სნეულისასა და დასულიბნის ძარღუნი, რაჲთა განეგოს ტკივილი. ეგრეთვე უწყოდეთ, რამეთუ ცრემლნი გამოვლენ სინედლისაგან გუამისა მოზიდვითა თუალთაჲთა ნაწევართაგან ყოველთა, რაჲთა განიბნინეს ცოდვანი, რომელ დაფარულ არიან გუამსა შინა კაცისასა“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9