ცე ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცოდ

ცოდვა

„ცოდვაჲ არა ბუნებითი არს, არცა დამბადებელისა მიერ დანერგულ არს ჩუენ თანა, არამედ ეშმაკისა მიერ და თჳთმფლობელისა მის ნებისა ჩუენისაგან იქმნების. არა თუ იძულებით და მძლავრებით რაჲთ გუაქმნევს მტერი, არამედ ნებსით ჩუენით მივერჩით ბოროტთა მათ ზრახვათა მისთა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „მიუტევებელ ცოდვაჲ იგი არს, რომელსა დგანან და ყოვნიან მასვე შინა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ვერ მძლე არს ბნელი ნათელსა და არცა ცოდვაჲ – მოწყალებათა მათ მოწყალისათა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)– ცოდვა ღმრთის მოწყალებას ვერ აღემატება. „უფალო, ვერ ჰძლონ ცოდვათა შენთა სიმრავლესა მას წყალობათა შენთასა; ვერ ჰძლონ წყალობათა მათგან შენთა მკურნალთ-მოძღურებასა მას მეცნიერებისა მისისასა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) ცოდვა დამაბნელებელია: „შეწჳს ცოდვამან ძარღჳ იგი სულისაჲ და შემუსრის საცნობელი იგი გონებისაჲ და დააბნელის სინათლჱ იგი გულისაჲ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) ცოდვა აღმოცენებამდე მოსპე: „კლდჱცა განხეთქის ძირმან, შე-რაჲ-უჴდის მას. ნუ შეიწყნარებ თესლსა მას, რაჲთა არა განხეთქოს სარწმუნოებაჲ შენი. ვიდრე ძირთა დაბმადმდე და აღმოცჱნებამდე მოჰფხუერ ბოროტი იგი“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „ცოდვა თავისი არსებით ბუნების საწინააღმდეგო და არაბუნებრივია, რადგან ღმრთისმიერ შექმნილ ბუნებაში ბოროტება არ ყოფილა, იგი (შემდგომ) ზოგიერთი არსების თავისუფალ ნებაში გაჩნდა და ღმრთის მიერ შექმნილი ბუნებისგან განდგომასა და მის წინააღმდეგ ამბოხს წარმოადგენს“ (არქიმ. იუსტინე პოპოვიჩი). „ცოდვაჲ ვიდრემე და წყევაჲ არა არსება, არცა დაბადებულ არიან ღმრთისა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9