შა შე შვ ში შო შრ შუ
შუა შუე შურ

შურისგება

„უკუეთუ შენ თავით შენით შურ-იგო მისგან (მოყვასისგან) და მიაგო მას ბოროტი, ანუ სიტყჳთ, ანუ საქმით, გინა თუ წყევით სწყეო მას, უწყოდე, რამეთუ ღმერთი არღარა მიაგებს მას ბოროტსა, რამეთუ შენ უსწრფე და განიკითხე და დასაჯე იგი; და არა ხოლო თუ ბოროტი მიაგოს მას, არამედ შენ დაგსაჯოს, რამეთუ შეურაცხ-ყავ მცნებაჲ მისი და უსწრვე განკითხვად პირველ განკითხვისა მისისა“; „ღმერთი განმზადებულ არს შურის-გებად შენ წილ მტერისათჳს შენისა, უკუეთუ შენ მას მიანდო საქმე შენი და არა სწყეო მტერსა შენსა, არამედ ჰყო ღმერთი შურის-მეძიებელ მისა“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9