შა შე შვ ში შო შრ შუ
შუა შუე შურ

შური

„ვნებაჲ, უძჳრესი შურისა, არღარა აღმოეცენების სხუაჲ სულსა შინა კაცთასა... ვითარცა გესლი რკინასა, ეგრეცა შური სულსა მას, რომელსა თანა იყოს, განჰლევს. და უფროჲსად, ვითარცა იქედნეთათჳს იტყჳან, ვითარმედ მშობელთა მათთა საშოსა შეშჭამენ და ესრეთ გამოვლენ, ეგრეთვე შური სულსა მას, რომელმან იგი მუცლად-იღოს, განჰლევს. რამეთუ შური მწუხარებაჲ არს მოყუსისა კეთილთათჳს, ამისთჳსცა მოშურნესა არა ოდეს დააკლდების მწუხარებაჲ და ჭირი... შურიცა და კაცისკლვაჲცა – მოძმენი ესე ურჩულოებისანი... მოშურნესა კეთილი ყოველივე უმეტესად აღაგზნებს; და რაჲზომცა ფრიად პატივ-სცეს, უმეტესად შურს და უმძიმეს და უმწუხარეს არს, რამეთუ ქველისმოქმედსა მას უმეტესად ეშურების, ვიდრეღა მადლიერ არს... ჯერ-არს მოშურნეთა ზიარებისა და უბნობისაგან სივლტოლაჲ, რაჲთა გარეგან ისართა მათ შურისათა ვიქმნეთ“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) იგი არს „საბურველი ბნელისაჲ თუალთა თქუენთა, რაჲთამცა არა იხილეთ სიტკბოებაჲ იგი ძმისა თქუენისაჲ და პატივი მისი“; „დაიცვენით თავნი თჳსნი შურისაგან ბოროტისა, რამეთუ არს იგი საშინელ უფროჲს ყოველთა მათ ძალთა ბნელისათა“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.) „ჵ , შურო, მშობელო სისხლისაო, ეშმაკისა მომპოვნებელო და თაო სიკუდილისაო! და რომელთა-იგი შენ ფართოებით შეგიწყნარეს, იხილონ მისაგებელიცა.ჵ , შურო, მტერო სიყუარულისაო და წინა-აღმდგომო მშჳდობისაო და ბნელისა ყუავილო! და რომელნი-იგი შენ თანა დაადგრებიან, ქრისტჱს მტერად გამოჩნდებიან შენდამი. პირველ სამოთხით გემოჲს-ხილვითა მით ტკბილითა (შესქ.3,6) სიმწარისასა მას სიკუდილსა შეაგდე, რამეთუ სიკუდილი არა იყო სოფელსა შინა, ვიდრე არა შენ ჰშევ. შენ ეროდეს შეუდეგ და ყრმანი მოსრვად სცენ ჩჩჳლნი (მთ.2,16) და ნების-მყოფელსა მას შენსა ბოროტივე მიაგე. და იხარებდ, ვითარცა-იგი საულ დავითის ზედა (1 მეფ.16,21-22). დავით გალობითა მით სალმობათა მიავიწყებდა, ხოლო იგი კლვასა განუმზადებდა. შენგანვე განიყიდა იოსები ძმათაგან. და არა შეიშინეს ჩუენებისა მისგან, რომელ იყო ღმრთით, რომელიცა აჩუენებდა სახესა მას ქრისტჱსსა. ესევე შური შეუჴდა იუდას, მიმცემელსა მას, რომელმან-იგი მიიყვანა უკუანაჲსკნელ სიშდვილად (მთ.27,5)“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „შური აღიღო ნათესავსა ზედა კაცთასა ეშმაკმან და აცთუნა იგი და წარწყმიდა, შეიპყრა და წარიტაცა და შეაყენა იგი ბჭეთა ჯოჯოხეთისათა და დამალა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)„ვინაჲთგან (სატანა) შემწყნარებელ იქმნა ყოვლისავე ბოროტისა, შეიწყნარა სენიცა შურისაჲ და გუეშურებოდა პატივსა მას ჩუენსა. რამეთუ ვერ თავს-იდვა უჭირველი იგი სამოთხესა შინა ცხორებაჲ ჩუენი, არამედ ზაკუვით აცთუნა კაცი ღონისძიებით და გულისთქუმაჲ მისი, რომელი აქუნდა მსგავსებად ღმრთისა, იგი საცთურებად იჴმარა... ხოლო არა თუ მტერად ჩუენდა დაიბადა, არამედ შურითა მტერ ჩუენდა იქმნა, რამეთუ ხედვიდა თავსა თჳსსა ანგელოზთაგან გარდამორდომილად, ვერ თავს-იდებდა ხედვად მიწისაგანისა მის პატივისა მიმართ ანგელოზთაჲსა ამაღლებასა წარმართებითა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9