შა შე შვ ში შო შრ შუ
შობ

შობა მამისაგან

სამების მეორე ჰიპოსტასის, ძე ღმერთის საკუთარი თვისება, რომლითაც იგი სხვა ორი პირისგან განსხვავდება. სახე მამისაგან ძის შობისა მიუწვდომელია, მას ანალოგი არ მოეპოვება; იგი არც არასოდეს იწყება და არც არასოდეს მთავრდება. „ვითარცა ცეცხლისაგან შობილი ნათელი, მარადის მის თანა არს არასადა განშორებული მისგან, ეგრეთვე ძეცა მამისაგან იშვების არასადა განყოფილი მისგან, არამედ მარად მის შორის მყოფი“ (მიმინოშვილი რომან, იოანე დამასკელის „გარდამოცემის” ქართული თარგმანები, თბ., 2006. – ეფრემ მცირის და არსენ იყალთოელის ნათარგმნი ტექსტები.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9