შა შე შვ ში შო შრ შუ
შვე შვი

შვილებისა და ძმობის პატივი

„ქრისტესა მას ეგულებოდა წინა გამოსახვაჲ წარმართთა ეკლესიისა მიერსა, რომელსა შინა რაოდენნი მის მიერ შვილ ღმრთის ვიქმნენით, მარადის თაყუანის-ვსცემთ მას, რომლისა მიმართ იქმნა შეერთებაჲ ჩუენი საიდუმლოჲთა აღმოშობითა. და ძმა მისსა ვიქმნენით მადლით განღმრთობითა და სიმდიდრითა ჩუენდა მომართისა კაცთმოყუარებისათა“; „„იხარებდედ წარმართნი ერისა მისისა თანა“ (რომ. 15,10) და „თაყუანის-სცემდედ მას ყოველნი ძენი ღმრთისანი“ (ებრ. 1,6). და ჰხედავა, ვითარ ძეთა მამისა მისისათა თაყუანის-სცეს ღმერთსა, ცხად არს, ვითარმედ განმდიდრებულთა მადლითა შვილებისაჲთა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) „შეგუმოსნა ჩუენ ნათლის-ღებითა მის თანა, და მყვნა ტაძარ მისა და იგი დაემკჳდრების ჩუენ შორის, და მყვნა ჩუენ შვილ მისა მადლითა თჳსითა. ამისთჳს ვიტყჳთ: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი“ (მთ. 6,9)“, (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) „ზეგარდამო შობილნი წყლისა მიერ და სულისა ძედ ღმრთისა და მკჳდრად გამოაჩინნა და მამად წოდებაჲ ღმრთისაჲ მიჰმადლა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) მეორედ მოსვლის ჟამს „წამსა შინა ყოველივე ნათესავი კაცთაჲ მეუფისა თანა აღდგენ და ყოველთა მსაჯულსა ქრისტესა წარმოუდგენ, რაჟამს ღმერთი იესუ ჩემი შორის ღმერთთა მათ ნათლის-ღებისა მიერ შვილქმნულთა ღმრთისათა და დამცველთა შვილებისა პატივისათა დადგეს და განუყოფდეს პატივთა, ახარებდეს და იხარებდეს“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) „შვილებაჲ იგი დავიმკჳდროთ აღთქუმული და ძმობისაჲ იგი მოვიღოთ პატივი. ვითარცა იგი მადლითა თჳსითა გჳწესს ჩუენ ძმად და იტყჳს: მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა. რამეთუ იგი თავადი არს, რომელ კაცთმოყუარებით იქმნა ჭეშმარიტად ჩუენდა ძმად და ნათესავ ძირისაგან იესჱსისა და ტომისაგან დავითისა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ქრისტეში კაცობრიობა სამუდამოდ შეუერთდა ღმრთეებას. ჩვენი ბუნება ღმერთმა ნამდვილად იშვილა. მივმართავთ რა მას თამამი სიტყვებით: „მამაო ჩვენო“, ჩვენ სწორედ ამით ვამოწმებთ, რომ ქრისტეს თანახორციელებითა და ქრისტეს მიერ მონიჭებული საღმრთო მადლით ჩვენ ეკლესიაში ღმრთის შვილნი გავხდით. ძველმა აღთქმამ ასეთი ღრმა კავშირის შესახებ ღმერთსა და ადამიანს შორის, ეჭვს გარეშეა, არ იცოდა (Архимандрит Алипий, Архимандрит Исайя, Догматическое богословие, СТСЛ, 1994.) წმიდა წერილი „განცხადებულად წინაჲსწარ სწავლითა ჩუენდა მომართ მჴსნელისა მიერ დაგუამორჩილებს ჩუენ დატევებად მშობელთა და ძმათა, რომელნი ჴორციელად არიედ, და შედგომად ზეცისა მამასა, რაჲთა ვიყვნეთ ძედ ღმრთის“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ღმერთი „ყოველთა სწყალობს და ყოველთავე განრინებად ჰნებავს და ყოველთავე ძედ ღმრთისად სრულყოფად სწადის“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „მართლიად მოგუეცა დიდი ნიჭი და პატივი, რამეთუ ემბაზითა ამით შვილ ღმრთის ვიწოდებით“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „თავს-იდვა ძედ დავითისად წოდებაჲ, რაჲთა ჩუენ მყვნეს ძე ღმრთის“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ღმერთი განკაცნა ამისთჳს, რაჲთა კაცი ძე ღმრთის ითქუას. აწ რაჟამს გესმას, ვითარმედ ძჱ ღმრთისაჲ ძედ დავითის არს და ძედ აბრაჰამისა, ნურას ორგულებ ამიერითგან, ვითარმცა შენ ძჱ ადამისი არა ძე ღმრთისა იყავ“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „სულისა წმიდისაგან ვიშვებით წმიდასა მას ემბაზსა შინა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ჩუენ მადლით ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო იგი ბუნებით არს ძჱ ღმრთისაჲ“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)„ჩუენ ემბაზითა მოგუმადლა შვილ ღმრთის ყოფად აწ სულმან წმიდამან“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) ვართ „ყოველნი მადლით შჳლებულნი ღმრთისანი ნათლისღებისა მიერ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) ჩვენ ვართ „მადლით შვილქმნულნი ღმრთისანი“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9