შა შე შვ ში შო შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შეს შეუ შექ შეც

შესაქმე ცისა და ქვეყანისა

ღმერთმა, მისი ბუნების მსგავსი ანგელოზების შექმნის შემდეგ, მისგან სრულიად განსხვავებული ნივთიერი სამყარო შექმნა: „რაჟამს განემზადა კეთილად მის მიერ საქმჱ იგი პირველი, იზრახა მეორისა ამისთჳს სოფლისა, ნივთიერისა და სახილავისა, რომელ არს დამტკიცებაჲ ესე, შეზავებული ცათაგან და ქუეყანისა, და რომელ რაჲ არს შორის მათსა, კეთილად განმზადებული ყოვლითავე, და უფროჲსღა ქებული განსრულებად ერთისა ამისგან სოფლისა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ შემძლებელ არს დაბადებად ბუნებასა არა თუ მახლობელსა თჳსსა, არამედ ფრიად შორიელისა მისგან, რამეთუ მახლობელ ღმრთეებისა არიან ბუნებანი იგი გონიერნი და შორს მისგან ფრიად – ყოველი, რომელი არს საცნობელთა ამათ ქუეშე, და უშუერღა მათსა – უსულონი და უძრავნი“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9