შა შე შვ ში შო შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შეს შეუ შექ შეც

შესახედავი

„შესახედავი ითქუმის არსებითთა განყოფილებათაგან, ვითარ-იგი გამოიხატოს რაჲ და შეისახოს არსებაჲ, მოასწავებს სახესა სახოვანსა გუამისაგან სულიერისა და გრძნობადისა და სრულ-ჰყოფდე თუ ცხოველსა, მიიღებ სიტყჳერსა და მოკუდავსა და მით სრულ-ჰყოფ სახესა და შესახედავსა კაცისასა, რომელ-იგი არს სახე სახოვანი, რამეთუ სახედ ითქუმის არსებაჲ შესახული. აწ უკუე წმიდანი მამანი სახედ სახოვანად განაწესებენ სახელსა არსებისა და ბუნებისა და ხატებისასა და ერთად უწოდენ არსებისა და ბუნებისა და სახისა სახოვანსა სახესა; და ერთ-არსად და ერთ-ბუნებად და ერთ-ნათესავად და ერთ-ხატად უწოდენ მისვე სახოვნისა სახისა განუყოფელობასა; ხოლო სხუა-არსად და სხუა-ბუნებად და სხუა-სახედ და სხუა-ნათესავად და სხუა ხატად იტყჳან თჳთ მას სახოვანსა სახესა. რამეთუ შეუძლებელ არს სახე სხუასა სახესა და ბუნებაჲ სხუასა ბუნებასა ანუ არსებაჲ სხუასა არსებასა თანა-ყოფად, არა თუ იყვნენ იგინი სხუა-არს და სხუა-ბუნება და სხუა-ხატ გინა შესახედავ. ჯერ-არს უკუე ცნობად, ვითარმედ შეუძლებელ არს ორთა ბუნებათაგან ქმნად ერთი ბუნებაჲ შეზავებული, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს ხილვად სახე სხუასა სახესა შინა, ანუ ბუნებაჲ სხუასა ბუნებასა, ანუ არსებაჲ სხუასა არსებასა, ვითარმცა არა შეცვალებულ იყო სხუად არსებად, სხუად ბუნებად და სხუად ხატად. ჯერ-არს ცნობად, ვითარმედ შეუძლებელ არს ორთა არსებათა, ესე იგი არს, ბუნებათაგან ერთ-ბუნება შეზავებულ-ყოფად, რამეთუ ვერ ეგების ერთსა და მასვე შინა წინააღმდგომად განყოფილსა, რაჲთამცა აქუნდეს-ღა შეკრებითნი თითოსახეობანი. ხოლო ერთ-გუამ შეზავებულ-ყოფად შესაძლებელ არს განყოფილთა მათცა ბუნებათაგან, ვითარ-იგი კაცი სულისაგან და ჴორცთა შეზავებულ არს. რამეთუ დაღაცათუ ერთ-ბუნებად ითქუმის კაცი, არამედ არა ერთისა ოდენ ბუნებისაგან არს აგებულებაჲ თითოეულისა კაცისაჲ, რამეთუ ერთად ბუნებად შეზავებულად ითქუმის ყოველი ბუნებაჲ კაცთაჲ, ვინაჲთგან ერთსა სახესა შეზავებულისა გუამოვნებისასა სრულ-ჰყოფენ ყოველნი კაცნი. ხოლო ერთ-ბუნებად არა ითქუმის თითოეული გუამოვნებაჲ კაცთაჲ, რამეთუ თითოეული გუამი კაცთაჲ ორთა ბუნებათაგან შეზავებულ არს: სულისაგან, ვიტყჳ, და ჴორცთა, და შეურევნელად სცავს თჳთებასა მათსა თავსა შორის თჳსსა და ამას წამებს სიკუდილისამიერი განყოფაჲ მათი“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9