შა შე შვ ში შო შრ შუ
შეგ შედ შეზ შეკ შემ შეს შეუ შექ შეც

შესაქმის მიზეზი

„სახიერმან მან და ყოვლად ტკბილმან ღმერთმან გარდამატებულითა მით სახიერებითა სათნო-იყო ქმნაჲ დაბადებულთაჲ მხილველად სახიერებისა მისისა, ამისთჳს არაარსისაგან არსებად მოიყვანნა ყოველნივე უხილავნი და ხილულნი, და უხილავისაგან და ხილულისა შემზადებული კაცი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „ღმერთსა, შემოქმედსა ყოველთასა, თავსა შორის თჳსსა აქუნდა სამარადისოდ მოუგონებელი იგი და დაუსაბამოჲ და უზომოჲ და მიუწთომელი სიმტკიცჱ და ძალი ყოველთა არსთა დაბადებისაჲ, რომელნი-ესე აწ არიან და სხუათა ბევრეულთა ესეზომთაჲ. და არა ინება ესეოდენ, რაჲთამცა ძალსა მას ყოველთა დაბადებულთასა თავსა შორის თჳსსა ოდენ ხედვიდა, არამედ ინება, რაჲთა განვრცელდა და განეფინამცა სახიერებაჲ მისი. ესე იგი არს, რამეთუ ინება მიუწთომელითა მით სახიერებითა მისითა მოყვანებაჲ დაბადებულთაჲ არა-არსისაგან არსად და მიცემად უხრწნელად ყოველთადა თავი თჳსი ძალად არსებისა. ვითარცა დიდი დიონოსი არიოპაგელი იტყჳს, ვითარმედ საგალობელ არს ღმერთი ყოველთა უზეშთაესი და არსებად მომყვანებელი ყოველთაჲ, უხილავთა მათ კრებულისაჲ და ხილულთა შუენიერებისაჲ, რომელი ყოველთა დაბადებულთა შინა თითოეულსა თანა სიტყჳთა რაჲთმე გამოუთქუმელითა სიბრძნისაჲთა შეუცვალებელად იყოფების. და არარაჲთა სახითა შეპყრობილ იქმნების ვისთანამე, არამედ რომელთამე თანა გარდამატებულითა უხუადმიმნიჭებელობისა სიმრავლითა და რომელთამე თანა საშუალად და რომელთამე თანა ნაკლულადრე იპოების ძალი მისისა გამოსახვისაჲ თავთა შორის თჳსთა. და ესე არს, ვითარცა მე ჩემისა უგუნურებისაგან გულისჴმა-ვჰყოფ, განვრცელებაჲ და განფენაჲ სახიერებისაჲ, რომელ ერთი იგი ღმერთი თითოეულად დაბადებულთა მიმართ მინიჭებითა კეთილთაჲთა განმრავლდების. და იგი თავადი მარადის შეუცვალებელად ერთ არს“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) ღმერთმა „ცაჲ კაცთ-მოყუარებისათჳს შექმნა, არა თუ მას რაჲ უნდა... შეიქმნა ცაჲ ღმრთისა სადიდებელად და ჩუენდა სარგებელად, რაჲთა რომელნი-იგი მნათობნი მას ზედა დასხნა, რაჲთამცა ჩუენ ზედა გუბრწყინვიდეს. რამეთუ მზჱ მას არა უჴმდა, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ, და მყოფ არს იგი ნათელსა მიუწუდომელსა... მას არა უჴმს ესე ნათელი, არამედ ჩუენთჳს დაჰბადა განსატფობელად და ყოვლად სარგებელად. რამეთუ ყოველივე შეიქმნა მისა სადიდებელად და ჩუენისა საჴმარებისათჳს: მზჱ – რაჲთამცა გუბრწყინვიდა, ღრუბელნი – წჳმისათჳს, ქუეყანა – ნაყოფისათჳს. და ყოველივე დაბადებული თანა-მდებ არს კაცთა თანა ქრისტჱს მსახურად... ქადაგებს სახიერებასა ღმრთისასა ყოველი დაბადებული. ხოლო არა ეგრჱთ ღაღადებს სხუაჲ დაბადებული, ვითარ ნათესავი კაცთაჲ, რომელი ხატად თჳსა შექმნა უმეტჱსობით ამისთჳს, რამეთუ ხატად ღმრთისა კაცი იპოვა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9